-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ხუჭუა ნინა (27.VI.1936, ქ. ლენინგრადი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი სპეციალობით მყარი სხეულების ფიზიკა (1959). ა. ფ. იოფეს სახ. ნახევარგამტარების კვლევით ინ-ტში (ლენინგრადი) დაიცვა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის დიპლომი (PhD) (1967). დაიცვა ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორის დიპლომი (Dr.Sci.), თემა: " A B ტიპის ნახევარგამტარული ნაერთებისა და მათ საფუძველზე მიღებული ხელსაწყოების თავისებურებების გამოკვლევა", (თბილ. ტექ. უნ-ტი, 2006). ხ. ნ. იყო უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1967-1991), ლაბორატორიის ხელმძღვ., მიკროტალღური მოწყობილობებისა და ინტეგრალური სქემების შემუშავების განყ-ების უფრ., კვლევისა და წარმოების ასოციაცია „მიონი“, ხელმძღვანელობს კვლევისა და წარმოების კომპლექსს (სწკ) „ელექტრონული ტექნოლოგიები“ თსუ-ის გამოყენებითი ნახევარგამტარული ტექნოლოგიების სამეც-კვლ. ინ-ტში (1992-დან). დღემდე სსიპ მიკრო და ნანოელექტრონიკის ინ-ტის (მნეი) მიკრო და ოპტოელექტრონიკის განყ-ბის ხელმძღვ. და აგრეთვე სამეცნ. საბჭოს თავ-რე (2012-დან). მისი მეცნ. ინტერესები: მიკრო-ოპტო და ფოტოელექტრონიკა, III-V ნახევარგამტარული მასალების ფიზიკა, გალიუმის არსენიდისა და მასთან დაკავშირებული ნაერთების ბაზაზე დამზადებული ნახევარგამტარული მოწყობილობების და ინტეგრალური სქემების ტექნოლოგიის კვლევა – დამუშავება აპარატურასა და სისტემებში გამოსაყენებლად. საერთაშ. სამეცნ. გრანტების პროექტების მენეჯერი: (1994-1997) - ISTC G-10A/B „გალიუმის არსენიდისა და მასთან დაკავშირებული ნაერთების საფუძველზე შექმნილი სამშენებლო ბლოკების შემუშავება აპარატურისა და სისტემებისთვის“. (2000-2003) - STCU Gr-13J „GaAs ინტეგრირებული სქემების ტექნოლოგიაში ლოკალური არადესტრუქციული ღრმა ცენტრის დიაგნოსტიკის მეთოდების შემუშავება“. (2000-2005) - NATO N973796 „GaAs-ზე დაფუძნებული აპლიკაციური სპეციფიკური ინტეგრალური სქემების დამზადების ხელშემწყობი ტექნოლოგიების შემუშავება“. (2002-2005) - ISTC G-801 „GaAs ტექნოლოგიის შემდგომი გაუმჯობესება მოწინავე მიკროსისტემის სენსორებისთვის“. (2008-2009) NATO-CLG 983116 „ულტრამაღალი სიხშირის გამოსხივების ახალი წყაროები“. (2008-2009) - STCU-GNS F4653 -353 „ახალი ტერაჰერცული დიაპაზონის ინტეგრალური წყაროები“. მთ. შედეგი: საქართველოში ნახევარგამტარული ხელსაწყოთმშენებლობის დარგში უნიკალური მაღალი ტექნოლოგიების ლაბორ. შექმნა. საერთაშ. ფორუმებში მონაწილეობა: 20-ზე მეტი. გამოქვეყნებული ნაშრომების რაოდენობა - 100-ზე მეტი: «Моделирование и прогнозирование показателей эффективности общественного производства с применением производственных функций» (1990): „ერთის ნაცვლად მრავალი მზე“ (2011); მათ შორის 10 პატენტი: აკად. დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად 3 დისერტაციის სამეცნ. ხელმძღვ. (2004-2006). ჯილდოები: სამი მედალი კვლევით ინ-ტი „მიონში“ მოღვაწეობის პერიოდში; ი. ჯავახიშვილის სახ–ის მედალი (1999).
თხზ.: ხუჭუა, ნ. (თანაავტორი). (2010). საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ანალიზი და შეფასება: ტყის რესურსები, დაცული ტერიტორიები და სახეობების დაცვა. [თბ].: gtz, ISBN: 9789941902741.