ხუბუა ჯემალ ივანეს ძე
ხუბუა ჯემალ ივანეს ძე

ხუბუა ჯემალ ივანეს ძე  (14.VI.1939, თბილისი - 10.VI.2024 თბილისი), წარჩინებით დაამთავრა თბილ. რკინიგზის მე-7 ვაჟთა საშ. სკოლა (ახლანდ. 53-ე საჯარო სკოლა, ვერცხლის მედალი, 1957) და თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი  ატომბირთვის ფიზიკის სპეციალობით (1962). ჯ. ხ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. და დოქტორის ხარისხები სადისერტაციო ნაშრომებზე: „5 გევ/c იმპულსის p+-მეზონების ნახშირბადის ბირთვებთან კოჰერენტული ურთიერთქმედების შესწავლა“ (1974) და „პიონების დაბადებისა და კორელაციების ექსპერიმენტული კვლევა p+C და p+N ურთიერთქმედებებში და Ke3 დაშლების ფორმ-ფაქტორების განსაზღვრა“ (1995), შესაბამისად. მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ბირთვული ფიზიკის კათედრის ლაბორანტად (1962-დან) და გახდა ამავე კათედრის ასპირანტი (1965). ასპირანტურაში სწავლა განაგრძო ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტში აკად. ი. ჩუვილოს ხელმძღვანელობით, მუშაობდა თემაზე „K+-მეზონების რადიაციულ დაშლებში g-ქვანტების პირდაპირი ემისიისა და რადიაციული დაშლების პროცესების ექსპერ. გაყოფის შესაძლებლობების კვლევა“. მუშაობა განაგრძო ამავე ინ-ტში თემაზე: „K+- მეზონების რადიაციულ დაშლები p+p0g არხში p+-მეზონების ენერგიისთვის T(p+)< 55 მევ“ (1968-1974). თსუ-ში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ჯერ ფიზიკის ფაკ-თან არსებულ პრობლემურ ლაბორატორიაში, შემდეგ მის ბაზაზე შექმნილ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში გარდაცვალებამდე (1974-დან). ხ. ჯ. აქტიურად იყო ჩართული გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ბირთვული კვლევების ევროპ. ორგანიზაციის დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე ATLAS (A Toroidal LHC ApparatuS) საერთაშ. თანამშრომლობასთან (CERN, ჟენევა, შვეიცარია, 1993-დან) და საქართვ. (ორი ინ-ტით: თსუ-ის  ნ.  ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტი და ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტი) გახდა ATLAS ექსპერიმენტის სრულუფლებიანი, დამოუკიდებელი წევრი (1994-დან). ამ მნიშვნელოვან საქმეში დიდი დამსახურება მიუძღვით მეცნ. აკად. იმდროინდელ პრეზიდენტს ა. თავხელიძეს და თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის დირექტორს, აკად. ნ. ამაღლობელს. ხ. ჯ. დაინიშნა საქართვ. გუნდის „თბილისი“ წარმომადგენლად ATLAS (CERN) ექსპერიმენტში (1994-2018). მნიშვნელოვანია  ქართვ. მეცნიერების წვლილი ადრონული კალორიმეტრის შექმნაში. ხ. ჯ.-ს სამეცნ. კვლევების სფერო: K+-მეზონების რადიაციული დაშლები p+p0g არხში p+-მეზონების ენერგიისთვის T(p+)< 55 მევ; არასტაბილური ნაწილაკების ნუკლონებთან ურთიერთქმედების კვეთების განსაზღვრა 5-გევ ენერგიაზე p-C12  შეჯახებების მონაცემთა მიხედვით; რეზონანსების დაბადების კვლევა p-n ურთიერთქმედებებში 5 გევ ენერგიაზე; დამუხტული პიონების ამოფრქვევის არის სივრცულ-დროითი მახასიათებლების განსაზღვრა p-C და p-P ურთიერთქმედებებში 5 გევ-ზე; ქვანტური ქრომოდინამიკის ეფექტების კვლევა ადრონ-ნუკლონურ ურთიერთქმედებებში 10 გევ ენერგიაზე; ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის დეტექტირების მეთოდები და დანადგარები; ხ. ჯ. იყო მრავალი ადგილ. და საერთაშ. (ISF, ISTC) სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის ხელმძღვ. და მონაწილე. იყო 1400-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მოხსენებულია საერთ. კონფერენციებზე: “Observation of a new particle in the search for the Standard Model Higgs boson with the ATLAS detector at the LHC” (Phys.Lett. B, 716, 2012); “Search for flavor-changing neutral-current couplings between the top quark and the Z boson with proton–proton collisions at √s = 13 TeV with the ATLAS detector” (Phys. Rev. D 108, 2023); "Operation and performance of the ATLAS tile calorimeter in LHC Run 2" (Eur.Phys.J.C 84, 2024). ხ. ჯ. კითხულობდა ლექციების კურსს ზოგად ფიზიკაში თსუ-ის და სტუ-ის სხვადასხვა ფაკ-ტებზე (ფიზიკა, მათემატიკა, კიბერნეტიკა, ქიმია, ბიოლოგია და სხვ.), ჩართული იყო ლაბორ. სამუშაოებში სტუდენტებთან. არის ხელმძღვ. მრავალი სადიპლომო ნაშრომის და ორი საკანდ. დისერტაციის. ხ. ჯ. ხელმძღვანელობდა საქართველოში რეგულარულად (ორ წ.-ში ერთხელ) ჩატარებულ საერთაშ. კონფერენციებს „ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე“ (2001-2018). ხ. ჯ.-ს მიენიჭა ქ. დუბნის, „ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინ-ტის საპატიო თანამშრომლის“ წოდება (2004) და „ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინ-ტის საპატიო დიპლომი“  (2006); ხ. ჯ. დაჯილდოვდა საქართვ. მთავრობის ღირსების ორდენით „საქართველოში ფიზიკის განვითარების საქმეში, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განმტკიცებასა და ახალგაზრდა ფიზიკოსთა აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“ (2007); ხ. ჯ.-ს კოლეგებთან ერთდ (ი. მინაშვილი, ა. შარმაზანაშვილი, ე. ცხადაძე) გადაეცა საქართვ. ეროვნ. პრემია ფიზ.-მათ. დარგში ნაშრომთა ციკლისთვის "დიდ ადრონულ კოლაიდერზე დაგეგმილ ATLAS ექსპერიმენტში ადრონული კალორიმეტრისა და მიუონური სისტემის ცენტრალური ნაწილების და დანადგარის მაკონტროლირებელი სისტემის შექმნა" (2010); ხ. ჯ.-ს მიერ კოლეგებთან ერთად გამოცემული წიგნი (2-ტომეული): "JINR contribution to the design and construction of the ATLAS hadron tile calorimeter", დაჯილდოვდა საქართვ. მეცნიერების ისტორიის საზ-ბის მედლით, როგორც საუკეთესო წიგნი ფიზიკაში ქართვ. ავტორის მონაწილეობით (2012); ხ. ჯ.-ს მიენიჭა ქ. დუბნის, „ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტის საპატიო დოქტორის“ წოდება (2015). იგი დაბადებიდან 80-წლის იუბილესთან დაკავშირებით დაჯილდოვდა ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით „თსუ-ში ნაყოფიერი სამეცნ.-პედ. მოღვაწეობისა და უნ-ტის ინტერნაციონალიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“ (2019).