-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი
ხუბაშვილი ლეილა (ია) ბაგრატის ასული (02. IX. 1955, თიანეთი), ისტორიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1977). გახდა ისტორიის მეცნ. კანდ. (1996) და ისტორიის მეცნ. დოქტორი (2003). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „ისტორიული პირები ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონის“ მიხედვით“ (1996), ხოლო სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ვენეციისა და ფლორენციის დიპლომატია XIII-XV საუკუნეებში“ (2003). ხ. ლ. თსუ-ში მუშაობდა შუა სს. ისტორიის კათედრის ლაბორანტად (1977-1988); შუა სს. ისტორიის კათედრის უფრ. ლაბორანტად (1988-1993); შუა სს. ისტორიის კათედრის მასწავლებლად (1993-1995); იგი იყო თსუ-ის შუა სს. ისტორიის კათედრის დოცენტი (2000-2004); თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტის პროფესორი (2004-2006); მოწვეული პროფესორი (2006-2011); იყო რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის (ფლორენცია) საერთაშ. ექსპერტი, ექსპერტთა საბჭოს წევრი (2009) და სტუდენტთა საერთაშ. კონფერენციების ჟიურის წევრი (2005); რელიგიათმცოდნეობის ასოციაციის თანადამფუძნებელი (2009-2019); ასოციაცია „ღია დიპლომატიის“ თანადამფუძნებელი (2010-2023); ევროკლიოს საქართვ. ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის (იმსა) წევრი (2008); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2012), ახ. და უახლესი ისტორიის კათედრის სტუდენტთა სამეცნ. წრის ხელმძღვ. (2014-დან); ცხუმ-აფხაზეთის მეცნ. აკადემიის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (2013-დან); ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ისტორიის მიმართულების საკონკურსო კომისიის თავ-რე (2019); თსუ-ის საკონკურსო-სააპელაციო კომისიის მდივანი (2020); თსუ-ის გამომც. სარედაქციო კომისიის წევრი (2020); ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის „მსოფლიო ისტორიის“ სადისერტაციო საბჭოს თავ-რე და წევრი; აკაკი წერეთლის სახ. ქუთაისის სახელმწ. უნ-ტის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ისტორიის მიმართულების საკონკურსო კომისიის თავ-რე (2024); შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის ექსპერტი; თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ისტორიის მიმართულების ევრ. და ამერიკის ახ. და უახლესი ისტორიის კათედრის სტუდენტთა სამეცნ. წრის ხელმძღვ. საერთაშ. და ეროვნ. კონფერენციების ორგანიზატორი და თანაორგანიზატორი (მათ შორის 6 ფლორენციაში ჩატარდა); იყო კულტ. და დიზაინის იტალ.-ქართ. ნაციონალური ცენტრის „ველლო დორო-ს“ პრეზიდენტი (2005-2009). ხ. ლ. თანამშრომლობს ევრ. უნ-ტთან (იტალია. 2015-დან) და ბერლინის თავისუფალ უნ-ტთან (2012-დან); არის გერმ. ასოციაციის (DVV International) საქართვ. ფილიალის „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ Lost in- საერთაშ. პროექტების ტრენერი და ჟიურის წევრი. ხ. ლ. კითხულობს სასწ. კურსებს (1993-დან): ბაკალავრიატში: შუა სს. დიპლომატიის ისტორია; დიპლომატიის ისტორია XVI-XIX სს.; დიპლომატიის ისტორია XX ს.; იტალ. ისტორია. მაგისტრატურაში: რომის პონტიფექსების დიპლომატია ახ. და უახლეს პერიოდში; სას. და რაინდული ორდენები და მათი როლი მსოფლიო პოლიტიკაში; გლობალიზაცია და მსოფლიო პოლიტიკა; ევრ. XVI ს., იტალ. რენესანსი და მისი ტრანსფორმაცია ევრ-ში; იტალ. გაერთიანება რისორჯიმენტო; ჰაბსბურგების იმპერია 1556-1918 წლებში. ხ. ლ.-მ საფუძველი ჩაუყარა თსუ-ში იტალ. ისტორიის, იტალ. რენესანსის, რომის პონტიფექსების დიპლომატიის, ვატიკანის საგარეო პოლიტიკისა და სას.-რაინდული ორდენების პოლიტიკის სწავლებას. იტალ.-საქართვ. კულტურათაშორის დიალოგში შეტანილი წვლილისათვის ხ. ლ. დაჯილდოებულია რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის (ფლორენცია) მიერ ბრინჯაოსა (2013) და ვერცხლის მედლით (2019); აფხაზეთის ავტონ. რესპ. მთავრობის სიგელით ფლორენციაში ახალგაზრდების ქართ.-აფხ. დიალოგის ხელშეწყობისა და ნდობის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის (2016); ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საპატიო სიგელით სტუდენტთა სამეცნ. წრის აქტიური ხელმძღვანელობისთვის (2016); მადლობის დიპლომებითა და სიგელებით სტუდენტთა საერთაშ. და რეგიონალური კონფერენციების ორგანიზებისა და სამეცნ. ხელმძღვანელობისათვის, მათ შორის: თსუ-ის; ევრ. უნ-ტის; ბერლინის თავისუფალი უნ-ტის; შავი ზღვის საერთაშ. უნ-ტის; კაიზერის; მალიქშაჰს უნ-ტების (თურქეთი); სტუ-ის (2012-2016); ეროვნ. თავდაცვის აკადემიის (2009, 2011-2015, 2017); საქართვ, იუსტიციის სასწ. ცენტრისა და მომავალ ლიდერთა კლუბის (2014); გელათის მეცნ. აკად. (2007) სიგელებით.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ხუბაშვილი, ლ. (2004). ვენეციისა და ფლორენციის დიპლომატია XIII-XV სს. თბ., მერიდიანი, ISBN: 9992832908; ხუბაშვილი, ლ. (2005). შუა საუკუნეების ისტორია: (სტუდენტებისთვის). (5 თავის ავტორი). თბ., თსუ-ის გამ-ბა, ISBN: 9994012088; ხუბაშვილი, ლ. (2025). რომის პონტიფექსები და მათი ეპოქა: ტ. 1. თბ., თსუ-ის გამ-ბა, ISBN: 97899413634362; ხუბაშვილი, ლ. (2025). იეზუიტების ორდენი. თბ., თსუ-ის გამ-ბა, ISBN: 9941362934978.
ლიტ.: ჯაფარიძე, ი. (2012). საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები: (1992-2006). თბ., საქ. მეცნ. ეროვნ. აკადემია, ISBN: 9789992820414.