ხუბაშვილი ლეილა
ხუბაშვილი ლეილა

ხუბაშვილი ლეილა (ია)  (02. IX. 1955, თიანეთი), ისტორიკოსი. ისტორიის მეცნ. დოქტორი (2003). თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტის პროფესორი (2004-2006). თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2012), ახ. და უახლესი ისტორიის კათედრის სტუდენტთა სამეცნ. წრის ხელმძღვ. (2014-დან),  რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის (იტალია) საერთაშ. ექსპერტი  და სტუდენტთა საერთაშ. კონფერენციების ჟიურის წევრი (2007-დან), ცხუმ-აფხაზეთის მეცნ. აკადემიის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (2013წ.-დღემდე), კულტ. და დიზაინის იტალიურ-ქართ. ნაციონალური ცენტრის „ველლო დორო-ს“ პრეზიდენტი (2005-2009),  ასოციაცია „ღია დიპლომატიის“ თანადამფუძნებელი (2010-2023), რელიგიათმცოდნეობის ასოციაციის თანადამფუძნებელი (2009-2019).  ხ. ლ. თანამშრომლობს  ევროპის უნ-ტთან (იტალია. 2015-დან) და ბერლინის თავისუფალ უნ-ტთან (2012 წ.-დღემდე).  გერმ. ასოციაციის (DVV International) საქართვ. ფილიალის, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ Lost in- საერთაშ. პროექტების ტრენერი და ჟიურის წევრი. ხ. ლ.-მ წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1977).  დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:“ისტორიული პირები ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონის“ მიხედვით“ (1996). სადოქტორო  დისერტაცია თემაზე: „ვენეციისა და ფლორენციის დიპლომატია XIII-XV  საუკუნეებში“(2003). თსუ-ში მუშაობდა შუა ს. ისტორიის კათედრის ლაბორანტად (1977-1988), შუა ს. ისტორიის კათედრის უფროს ლაბორანტად (1988-1993), შუა ს. ისტორიის კათედრის მასწავლებლად (1993-1995). ხ. ლ იყო თსუ-ის შუა ს. ისტორიის კათედრის დოცენტი (1995-2004), შუა ს. ისტორიის კათედრის პროფესორი (2004-2006), მოწვეული პროფესორი (2006-2011). კითხულობს სასწავლო კურსებს (1993-დან): ბაკალავრიატში: შუა ს. დიპლომატიის ისტორია; დიპლომატიის ისტორია XVI-XIX ს., დიპლომატიის ისტორია XX ს., იტალიის ისტორია. მაგისტრატურაში: რომის პონტიფექსების დიპლომატია ახალ და უახლეს პერიოდში, სას. და რაინდული ორდენები და მათი როლი მსოფლიო პოლიტიკაში, გლობალიზაცია და მსოფლიო პოლიტიკა, ევროპა XVI ს., იტალ. რენესანსი და მისი ტრანსფორმაცია ევროპაში, იტალიის გაერთიანება. რისორჯიმენტო, ჰაბსბურგების იმპერია 1556-1918 წლებში.

ხ. ლ.-მ საფუძველი ჩაუყარა თსუ-ში  იტალიის ისტორიის, იტალ. რენესანსის, რომის პონტიფექსების დიპლომატიის, ვატიკანის საგარეო პოლიტიკისა და სას.-რაინდული ორდენების პოლიტიკის სწავლებას.  იტალია-საქართვ. კულტურათაშორის დიალოგში შეტანილი წვლილისათვის ხ. დაჯილდოებულია რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის (ფლორენცია) მიერ ბრინჯაოს მედლით (2013) და  ვერცხლის მედლით (2019). აფხაზეთის ავტონ. რესპუბლიკის მთავრობის სიგელით ფლორენციაში ახალგაზრდების ქართ.-აფხ.  დიალოგის ხელშეწყობისა და ნდობის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის(2016);  ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის  საპატიო სიგელით სტუდენტთა სამეცნ. წრის  აქტიური ხელმძღვანელობისთვის (2016).  მადლობის  დიპლომებითა  და სიგელებით  სტუდენტთა საერთაშ. და რეგიონალური კონფერენციების ორგანიზებისა და სამეცნ. ხელმძღვანელობისათვის. მათ შორის: თსუ-ის, ევროპის უნ-ტის, ბერლინის თავისუფალი უნ-ტის, შავი ზღვის საერთაშ. უნ-ტის, კაიზერის, მალიქშაჰს უნ-ტების (თურქეთი), სტუ-ის (2012-2013-2014-2015-2016), ეროვნ. თავდაცვის აკადემიის (2009-2011-2012-2013-2014-2015--2017), საქართვ, იუსტიციის სასწ. ცენტრის და მომავალ ლიდერთა კლუბის (2014),  გელათის მეცნ. აკადემიის (2007) სიგელებით. ლ.ხ. ავტორია 150-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის, მათგან 9 მონოგრაფიაა და სამი სახელმძღვანელო.

თხზ.: ხუბაშვილი, ლეილა. (2004). ვენეციისა და ფლორენციის დიპლომატია XIII-XV სს. გამომცემლობა მერიდიანი. ISBN 99928-3290-8; ხუბაშვილი, ლეილა. ( 2005). შუა საუკუნეების ისტორია (სტუდენტებისთვის). (5 თავის ავტორი).თსუ გამომცემლობა. ISBN 99940-12-08-8; 6; Хубашвили, Лейла. (2011). Как мы жили вместе в Грузии в XX веке: 29 учебных материалов для интерактивного обучения истории. Министерства иностранных дел Голландии.  Проект Евроклио/Матра/: დამხმარე სახელმძღვანელო. სამი თავის ავტორი; ხუბაშვილი, ლეილა. (202418, #4). (თანაავტორი). ეკორადიკალიზმი, როგორც ჭარბმოსახლეობის რეაქცია და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. Bull. Georg. Natl. Acad. Sci.t., ISSN-0132-1447; ხუბაშვილი, ლეილა. (2025). რომის პონტიფექსები და მათი ეპოქა. ტ. 1.  მესამე გადამუშავებული გამოცემა. თსუ გამომცემლობა. ISBN 978-9941-36-343-62; ხუბაშვილი, ლეილა. (2025). იეზუიტების ორდენი. მესამე  გადამუშავებული გამოცემა. თსუ გამომცემლობა. ISBN 9941-36-293-4978; ხუბაშვილი, ლეილა. (2025,#2). ვატიკანი ფსიქოლოგიურ ომში. სტალინის სავარაუდო წერილი პიუს XII-დმი და მისი შეხვედრა ამერიკელ მღვდელთან, სტანისლავ ორლემანსკისთან. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე. ISSN-0132-6058, ISSN-2720-8214; Khubashvili, Leila. (2025). Trade Interests of Genoa and Venice in the Georgian Black Sea Littoral in the XIII–XV Centuries. UNIVERSITY OF WARSAW CENTRE FOR EAST EUROPEAN  STUDIES  ISSN 1230-1604, eISSN 2956-7343.

ლიტ.: ჯაფარიძე, ირინა. (2012). საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები: (1992-2006). საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. ISBN 978-99928-20-41-4