ხოტენაშვილი ნანული სერგოს ასული
ხოტენაშვილი ნანული სერგოს ასული

ხოტენაშვილი ნანული სერგოს ასული (05.I.1957, გურჯაანი), აგრონომ-ენტომოლოგი, დაამთავრა სას. სამ. ინ-ტის აგრონ. ფაკ-ტი (მაგისტრის აკად. ხარისხთან გათანაბრებული, 1969).  მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის  ინ-ტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ლაბორატორიაში ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად (1971–1986), ხოლო შემდეგ მეცნიერ თანამშრომლად (2086-2010) და ბოლოს თსუ–ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომლად (2011-დან). მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: მარცვლეული კულტურებისათვის ახ. სახის აზოტოვანი სასუქების მიღება და კვლევა, ახ. სახის პოლიმერების მიღება და კვლევა. მონაწილე იყო საერთაშ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების: „კონტროლირებადი გამოთავისუფლებული სასუქები იონმიმოცვლითი და პოლიმერული კომპოზიციების ბაზაზე“ (STCU) და „ახალი თაობის პროლონგირებული მოქმედების კომპლექსური სასუქები დაბინძურებისგან გარემოს დასაცავად“ (ISTC). SCOPUS ბაზაში თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები: „Organomineral ionites” (High-Performance Polymers for Engineering-Based CompositesOpen source preview, 2015); „Zeolite based hybrid cationites” (High-Performance Polymers for Engineering-Based CompositesOpen source preview, 2015) და „Oligomeric Nitrogen Fertilizer” (Sustainability in Polymer Technology and Plastics Engineering: Concepts, Strategies, and OpportunitiesOpen source preview, 2025). მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები: „პროლონგირებული მოქმედების აზოტოვანი სასუქების მიღების ხერხი“; „ფოროვანი მასალის მიღების ხერხი“; „ნოვოლაქური ოლიგომერების მიღების ხერხი“; „აზოტისა და კალიუმის შემცველი პროლონგირებული მოქმედების სასუქების მირების ხერხი“ და სხვ. მონაწილეა ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებების.