ხოშტარია გიორგი (გოგი) მეთოდის ძე
ხოშტარია გიორგი (გოგი) მეთოდის ძე

ხოშტარია გიორგი (გოგი) მეთოდის ძე (4.X.1938), ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1963); თსუ-ის ასოცირებული პროფესორი. სამეცნ. საბჭოს წევრი. თბილ. კულტურის სახ. ინ-ტის პედაგოგი. თსუ-ის მოწვეული პედაგოგი. მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ხელოვნების ისტორიის ინ-ტის ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ-მუშაკად, უფრ. მეცნიერ-მუშაკად (1964-1990). ცენტრის მთ.  მეცნ.-თანამშრომელი. იყო საქართვ. რესპ. პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990). საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო". ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991). მუშაობდა საქართვ. საგარეო საქმეთა მინისტრად (1990-1991). მინიჭებული აქვს I კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი. ადამიანის უფლებათა დაცვისას გამოჩენილი მამაცობისთვის მიღებული აქვს ჰიუმან რაიტს უოჩის პრემია (1995). სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილ. სამხატვრო აკადემიაში, თეატრალურ ინ-ტში, პედაგოგიურ ინ-ტში. თსუ-ში მიჰყავდა კურსები: „რენესანსი“; „იმრესიონიზმი და პოსტიმპრესიონიზმი“. არის 50-ზე მეტი სამეცნ. სტატიისა და ორი მონოგრაფიის ავტორი. მისი სამეცნ. კვლევის სფეროებია: ქართ. და დასავლური ახალი და უახლესი დროის სახვითი ხელოვნება (მხატვრობა, ქანდაკება). ჩამოაყალიბა მოდერნიზმის ხელოვნების მხატვრული მსოფლხედვის სპეციფიკა, რაც შეიძლება განისაზღვროს, რ-ც სუბიექტური რეალიზმი: მიუხედავად პროპორციული სისტემის რღვევისა და ფორმალური გარდაქმნებისა, არ იკარგება სახვითობის პრინციპი და რეალობასთან კავშირი. რეალიზმის ეს ფორმა აღარ ეფუძნება ობიექტურ ასახვას, არამედ სუბიექტის ხედვას, სადაც ინდივიდ. აღქმა, ფერადოვანი ინტენსივობა და ფორმის ტრანსფორმაცია რეალობის გამოხატვის საშუალებად იქცევა და არა მის უარყოფად. ამ შინაარსის მატარებელია მის მიერ გაოქვეყნებული სტატია უახლესი დროის – მოდერნიზმის „ხელოვნების მხატვრული მსოფლხედვის სპეციფიკა“. არის 50-ზე მეტი სამეცნ. სტატიის ავტორი.    მის მიერ თსუ-ის სამეცნ. შრომების კრებულში გამოქვყნებული სტატიები ეხება ახალი და უახლოესი დროის ქართ. და არაქართული სახვითი ხელოვნების პრობლემებსა და ზოგად პერიოდიზაციას. ამ საკითხებს განიხილავს: „ესთეტიური ოპოზიციის როლი მხატვრული ნაწარმოების წყობაში“ (2000);  „ახალი და უახლესი დროის ქართული სახვითი ხელოვნების პერიოდიზაციის საკითხებში“; ,,თსუ–ის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის შრომათა კრებულში“ № 2, (2001). იკვლევს ქართველ მხატვართა შემოქმედებას. შედგენილი აქვს მონოგრაფია მხატვარ დ. გაბაშვილზე: „დავით გაბაშვილი, ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, აბსტრაქცია, პლაკატი, წიგნის გრაფიკა“ (2000). ასევე კატალოგი „გოგი ხუციშვილი: ფერწერა, გრაფიკა, 1952-1979“ (1980).     
თხზ.:ხოშტარია, გ. (2002). მთლიანობის პრობლემა უახლესი დროის მხატვრობაში. თსუ-ის სამეცნ. შრომების კრებ., თბ.; ხოშტარია, გ. (2002). XX ს-ის 30-50-იანი წლების ქართული მხატვრობის ეტაპობრივი თავისებურებანი. თსუ-ის სამეცნ. შრომების კრებ., თბ; ხოშტარია, გ. (2002). უახლესი დროის მხატვრობის ზოგიერთი თავისებურებანი. თსუ-ის  უნ–ტის სამეცნ. შრომების კრებ., თბ; ხოშტარია, გ. (2002). ესთეტიური ოპოზიციის როლი მხატვრული ნაწარმოების წყობაში. თსუ-ის სამეცნ. შრომების კრებ., თბ.