ხომერიკი თეიმურაზ
ხომერიკი თეიმურაზ

ხომერიკი თეიმურაზ (თამაზ) (21.XII. 1954, თბილისი  - 28.VIII. 2017, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის  ფიზიკის ფაკ-ტი-გეოფიზიკის სპეციალობით (1981). სადიპლომო თემა შეასრულა ქ. სანქტ-პეტერბურგში (ლენინგრადი ) გეოფიზიკურ ობსერვატორიაში.  მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე (1974 – 1981). აქტიურად იყო ჩართული ფაკ-ტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.  რაგბის გუნდს მისი ხელმძღვანელობით არა ერთხელ მიუღია მონაწილეობა საერთაშ. შეჯიბრებებზე და გამარჯვება მოუტანია როგორც ფაკ-ტისთვის ასევე უნ-ტსთვის. მონაწილეობა მიღებული აქვს უნ-ტის ბიბლიოთეკის მშენებლობაში.  იყო ხელმძღვ. ფიზიკის ფაკ-ტის საზაფხულო სტუდენტური რაზმის (ყამირი). მუშაობდა შრომის დაცვის ინ-ტში დირექტორის მოადგილის პოზიციაზე (1982-2005). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. შრომები თემაზე : „ატმოსფეროს ფიზიკა“,   „შრომის დაცვის ერგონომიკის პირობებზე“.