-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი მათემატიკოსი
ხომეროიკი როსტომ ლევანის ძე (03.III.1938, თბილისი-2014, თბილისი), მექანიკოსი, მათემატიკოსი, პედაგოგი, თსუ-ის პროფესორი (1991), პედაგოგიკის მეცნ. დოქტორი (1993). დაამთავრა: თბილ. 47 საშ. სკოლა (1945-1956); თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1956-1961), სპეციალობით მექანიკა; დაიცვა საქართ. პოტიტექნ. ინ-ტში ტექნიკურ მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხი (1969), თემა: Применение цифровых вычислительных машин для решения одного класса задач оптимального управления“; იყო პედ. მეცნ. დოქტორი (1993), სადისერტაციო თემა; „Устойчивость процесса обучения с обратной связью“; თსუ-ის ზოგადი მათ. კათედრის დოცენტი (1970-1980); საბუნებისნმეტყველო და ჰუმანიტარულ დარგებში მათ. მეთოდების გამოყენების კათედრის დოცენტი (1980-1991) და პროფესორო (1991-2006). ხ. რ. იყო პედაგოგიურ (განათლბის) მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1996); ასევე ინფორმატიზაციის საერთაშ. აკადემიის ნამდვ. წევრი; მისი სამეცნიერო ინტერესები ეხება ოპტიმალური მართვისა და პროგნოზირების საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 26 სამეცნ. ნაშრომი: „Об одной задаче оптимального управления“ (Сообщ. АН ГССР, 1968, т. 51, №1); „Об оценке процессов переработки информации“ (Сообщ. АН ГССР, 1987, т. 127, №3); „Устойчивость обучающей системы“ (Сообщ. АН ГССР, 1988, т. 132, №3); „RrO-MnO-SiO2-Al2O3 სისტემის ნადნობების სიბლანტე" (საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 1972, N3, ტ. 65); „Определение статических характеристик физического процесса моделированием на ЦВМ“ (Труды ТГУ, Серия A: Физико-математические и естественные науки, 1975, N10.
თხზ.: ხომერიკი, რ. (1965). ძალური ნახევარგამტარები მარტენის საამქროში. [თბ.]