ხომერიკი რამაზ რომეოს ძე (13.VI.1964, თბილისი), ფიზიკოსი. სწავლობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე (1981-1986), იყო ამავე ფაკ-ტის ასპირანტი (1986-1989). მუშაობს თსუ-ში (1990-დან): იყო ფიზიკის ფაკ-ტის უმცროსი მეცნირ-თანამშრომლი (1990-2005); ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ასისტენტ პროფესორი (2006-2009); ასოცირებულ პროფესორი (2009-2024) და პროფესორი (2024-დან). იგი არჩეულ იქნა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის დეკანად (2016-2024). დისერტაცია თემაზე: ’’ელექტრონული და ბირთვული სპინური ტალღები მაგნიტურად მოწესრიგებულ სტრუქტურებში“ (1995) და სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „არაწრფივი და არაწონასწორული სპინური დინამიკა მყარ სხეულებში“, სპეციალობით თეორ. და მათ. ფიზიკა (2002). არის 100-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი ოპტიკა-ფოტონიკაში, არაწრფივი მოვლენების და კონდენსირებულ გარემოს ფიზიკაში, მათ შორის აღსანიშნავია: “Nonlinear band gap transmission in optical waveguide arrays”, (Physical Review Letters 92 (6), 063905, 2004); “Nonadiabatic Landau-Zener tunneling in waveguide arrays with a step in the refractive index”, (Physical Review Letters 94 (11), 113904, 2005); “Landau-Zener Bloch oscillations with perturbed flat bands“, (Physical Review Letters 116 (24), 245301, 2016). აქვს აქტიური სამეცნ. კოლაბორაციები მსოფლიოს სამეცნ. ცენტრებთან (გერმანიის მაქს პლანკის ინ-ტი, ჰალე-ვიტენბერგის უნ-ტი, ფლორენციისა და ლიონის უნ-ტები, კორეის დიჯონის სამეცნ. ცენტრი).