-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ხომერიკი ნათელა (25.VII.1954, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1976). მუშაობდა თსუ-ში, ფიზიკის ფაკ-ტზე (1976-2006), სადაც ეკავა სხვადასხვა პოზიციები. მუშაობდა რადიაციული ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიაში (ლაბორანტი, უფრ. ლაბორანტი, მეცნიერ-თანამშრომელი, უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი), ზოგადი ფიზიკის კათედრაზე: მეცნიერ-თანამშრომელი, უფრ. მასწავლებელი. ის აქტიურად მონაწილეობდა ფაკ-ტის საზოგადოებრივ, საქმიანობაში, განსაკუთრებით ფიზიკა-მათემატიკურ სკოლის განხრივ ნიჭიერი ახალგაზრდების რეგიონებში მოძიებისა და მათი ფაკ-ტზე მიკუთვნებაში. ხ. ნ.-ს სამეცნ. ინტერესის სფერო: ნახევარგამტართა ფიზიკა: ნახტომისებური გამტარებლობა, კვანტური ფიზიკის ელემენტები, ნანოტექნოლოგიები (მასალა: IV ჯგ. ელემენტები, A3B5 ჯგუფის ნაერთები). სამეცნ. ნაშრომები გამოქვეყნებულია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში; აგრეთვე მოხსენიებულია საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებზე. დაიცვა დისერტაცია და თსუ-ის სამეცნ. საბჭოს მიერ მიენიჭა აკად. დოქტორის წოდება (2006).