ხომერიკი ირაკლი ბენიამინის ძე (22.IX.1936, თბილ.–31.III.2022. თბილ.), ჰიდროლოგი, პედაგოგი, ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1986). დაამთავრა საქართვ. პოლიტექნიკური ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით (1960). მუშაობდა საქართვ. ენერგეტიკის ინ-ტში ჯერ უმცროს მეცნ.-თანამშრომლად, უფრ. მეცნ.-თანამშრომლად, წყალსამეურნეო ანგარიშების სექტორის ხელმძღვანელად (1960-1986), შემდეგ თსუ-ის ჰიდროლოგიის კათედრის პროფესორად (1986-2006). ხ.ი.-მ დაიცვა ჯერ საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მარეგულირებელი წყალსაცავის მრავალწლიური მოცულობის ანგარიში ჩანადენის ციკლური რყევების გათვალისწინებით“ (1965), შემდეგ სადოქტორო დისერტაცია თემაზე „გაუმდინარი ზღვების დონეთა რეჟიმი (ანალიზი, კანონზომიერებანი, პროგნოზი)“ (ლენინგრადის სახელმწ .ჰიდროლოგიური ინ-ტი, 1981). ხ.ი-ს გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. იყო საქართვ. იუნესკოს საქმეთა კომისიის ოკეანოგრაფიული კომიტეტის თავ-რე (1994-2008). თსუ-ის ოკეანოლოგიური კვლევის საერთაშ. ცენტრის ხელ-ლი (იუნესკო, 1997-2008), საქართვ. პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ექსპერტ-კონსულტანტი (1992-1996), საქართვ. გეოგრ. საზ-ბის თანადამფუძნებელი (1998) და სამეცნ. საბჭოს წევრი (1998-2022). თხზ.: ხომერიკი, ი. (1963). მდინარის ჩანადენის ციკლური რხევების შესახებ მრავალწლიური რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით. ენერგეტიკის ინ–ტის შრომები. თბ., ტ. 17, გვ. 153-159; ხომერიკი ი. (1964). მდინარის ჩანადენის ციკლური ვარიაციების კვლევის საკითხისათვის. საქართვ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე N 2, თბ., ტ. 36, გვ. 611-616; ხომერიკი, ი. (1969). ჰიდროლოგიური რიგების სპექტრალური მახასიათებლებლების პოვნა გრენანდერ-როზებლატის მოდიფიკაციით. საქართვ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე N 3, თბ., ტ. 53, გვ. 661-664; ხომერიკი, ი. (1976). ზოგიერთი წყალსამეურნეო ამოცანის ამოხსნა რიცხვითი მოდელირებით. საქართვ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე. N1, თბ. ტ. 84, გვ. 65-68; ხომერიკი, ი. (1993). შავი ზღვა – პირველი ნაბიჯი მსოფლიო თანამშრომლობისაკენ. ბიულეტენი, რომის კლუბის საქართვ. ასოციაცია, თბ., N 1. გვ. 30-32; ხარაძე, კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 312, ISBN 9992806982.