ხომერიკი გიორგი (გოგი) ბენიამინის ძე
ხომერიკი გიორგი (გოგი) ბენიამინის ძე

ხომერიკი გიორგი (გოგი) ბენიამინის ძე (15.III.1951, თბილისი), გეოგრაფი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით (1973) და IB ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის დოქტორანტურა. სადოქტორო პროგრამა: პოლიტიკური მეცნიერებები (საერთაშორისო ურთიერთობები და ეროვნული უსაფრთხოება).  იყო  - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ლაბორანტი (1974-1982);  - თბილისის ისტორიის მუზეუმი, განყოფილების გამგე (1982-1989);  თბილისის ბიზნესის დაწყებითი სკოლის დირექტორი (1995-1996);  - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1989-1993);  - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სასწავლო ნაწილის გამგე (1993-2006); საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრის გამგის მოადგილე; საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრის გამგე (1996-2006), მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტის საზოგადოებრივი კომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი (2007-2011), IB ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საგამოცდო ცენტრის დირექტორი; სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი;  თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი (2011). გამოქვეყნებული აქვს 2 სახელმძღვანელო და 31 სამეცნ. სტატია.

თხზ.: ხომერიკი, გ. (2003). გეოპოლიტიკა. ESM-თბილ. გამომც.; ხომერიკი, გ. (2008). ტურიზმი. თბილ., ტექნ. უნ-ტის გამომც.; ხომერიკი, გ. (2013). უსაფრთხოების პრობლემა და ქართული გეოგრაფიის ამოცანები. გეოგრაფიის ინსტიტუტის შრომები, #5 (84), გვ. 246-254; Khomeriki, G., Meladze G. (2015). Resources and Threats of the Eco-Tourism Development in Georgia. American Journal of Environmental Protection. #4 (3-1): pp.180-185; Khomeriki, G. (თანაავტორი). (2025). Demographic Challenges in Mountainous Rural Settlements of Upper Racha, Georgia: An Evaluation of Local Communities. In: Reliability: Theory and Applications. Vol. 20 Special Issue No. 9 (87), November. (The 7th Eurasian Conference RİSK-2025. October 21 - 23, 2025, Baku, Azerbaijan. Risk-oriented Design and Operation of Infrastructure Systems: Sustainability Paradigm). Selected articles.