ხომასურიძე ციური ვლადიმერის ასული
ხომასურიძე ციური ვლადიმერის ასული

ხომასურიძე ციური ვლადიმერის ასული (14.02.1943, თბილისი). დამთავრა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის საშ. სკოლა (1960) და თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1966).  სწავლის პარალელურად მუშაობდა ფიზიკის ფაკ-ტზე არსებულ რამოდენიმე ლაბორატორიაში; მათ შორის მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიაშიც, რის ბაზაზეც ჩამოყალიბებულ თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში განაგრძო მუშაობა სხვადასხვა პოზიციებზე (1980-დან), ბოლო პოზიცია მეცნიერ-თანამშრომელი (1990-1998). ხ. ც. თანამშრომლობდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტთან (JINR, რუსეთი) და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტთან (IHEP, პროტვინო, რუსეთი); არის რამოდენიმე სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-იც გამოქვეყნებულია მაღალ რეიტინგულ საერთაშ. სამეცნ. ჟურნ., ასევე განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში: „Charged and neutral particle multiplicity in pi- p and pi- n interactions at 40 gev/c“ (Nucl. Phys. B 52, 414-421, 1973). ხ. ც. მონაწილეობდა საერთაშ. თანამშრომლობების ფარგლებში ჩატარებულ ექსპერიმენტებზე მიმდინარე სამეცნ. კვლევებში, მიღებული ექსპერ. მასალის დამუშავება-ანალიზში როგორც ადგილზე (დუბნა, პროტვინო), ასევე თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (1998-მდე).