ხოხობაია მერაბ დემურის ძე
ხოხობაია მერაბ დემურის ძე

ხოხობაია მერაბ დემურის ძე (6.XII.1985, ოჩამჩირე), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ფაკ-ტის  დეკანი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტი (2006), მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების აკად. ხარისხი და წარჩინებით დაასრულა მაგისტრატურის პროგრამა (2009). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ტურიზმის განვითარების პოლიტიკა საქართველოში“ და მიენიჭა ეკონ. დოქტორის აკად. ხარისხი (2016). პროფ. საქმიანობა დაიწყო საქართვ. პრემიერ-მინისტრის აპარატში, რეგიონული მართვის დეპარტ. სამსახურში მთ. სპეციალისტად (2011). მუშაობდა თსუ-ის ტურიზმის განვითარების ინ-ტის სამეცნ. კვლევით ცენტრში უფრ. სპეციალისტად (2013-2015). ამ პოზიციაზე კოორდინირებას უწევდა სამეცნ. კვლევით პროექტებს როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშ. დონეზე. მუშაობდა თსუ-ის აკად. განვითარების და უწყვეტი განათლების ცენტრში უფრ. სპეციალისტად(2016-2017). დღემდე საქმიანობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრში აკრედიტაციის ექსპერტად (2017-დან). იყო თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტზე ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრაზე ასისტენტ პროფესორი (2012-2019), შემდეგ ასოც. პროფესორი (2020). მუშაობდა ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის სამეცნ. კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსად (2021- 2026).  ხ. მ. ეკონ.  და  ბიზნესის  ფაკ-ტის  დეკანია (2026-დან). მონაწილეობდა ტრენინგებსა და საერთაშ. პროგრამებში. მნიშვნიშვნელოვანი მიღწევები განახორციელა: გერმანიაში (DAAD Eastern Partnership Program Friedrich Schiller University Jena), სამეცნ. კვლევითი სტიპენდიის ფარგლებში. მუშაობდა იენის უნ-ტში, მონაწილეობდა ლატვიაში ვიდზემის გამოყენებით მეცნ. უნ-ტის ტრენინგ პროგრამაში - "The Intersection of Deep Tech and Modern Education"(2013-2014), ასევე ციფრული კვირეულის პროგრამაში- საფრანგეთის კოტ-დ'აზურის უნ-ტში (Université Côte d'Azur), გაიარა ლიდერობის პროგრამა "Executive Academy Europe Stream" პრაღაში, მონაწილეობდა Elsevier-ის პროფესიულ ტრენინგში. Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მიწვეული ლექტორის სტატუსით უძღვება სასწ. კურსებს ავსტრიის, პოლონეთის, საფრანგეთის, თურქეთის, იტალიისა და ბულგარეთის უნ-ტებში. გამოაქვეყნა 20-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი(როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშ. გამოცემებში:,,ეკონომიკაზე ტურიზმის გავლენის განსაზღვრის მეთოდოლოგიური საფუძვლები“ (ეკონომიკა და ბიზნესი № 6, 2014); ,,From Rational Policy of Tourism Development to the Effective Policy, The Case of Georgia“ (California Business Review, 2016); ,,Transdisciplinary research for sustainable tourism development“ (Journal of International Management Studies, 2018); ,,The role of small and medium size enterprises in regional tourism development: the case of Georgia“ (Proceedings of 2nd International Conference on Business, Management and Economics, 2019); ,,AR-enabled mobile apps to support post COVID-19 tourism“ (2021 15th International Conference on Advanced Technologies, Systems and Services in Telecommunications, TELSIKS) და სხვა.

თხზ. ხოხობაია, მ. (თანაავტორი). (2020). ტრანსდისციპლინური კვლევის და კურსების იმპლემენტაციის შესახებ = Developing and Implementing a Transdisciplinary Field Case Study Course. CaucaSusT.