-
ავტორი
- კატეგორიები: ექიმი ქირურგი ასოცირებული პროფესორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ხოდელი ნოდარ (31.III.1947, თბილისი), ექიმი-ქირურგი, მკვლევარი. დაამთავრა ლუგანსკის სახელმწ. სამედ. ინ-ტი (უკრაინა, 1972). მუშაობდა ქირურგ-ტრავმატოლოგად ქ. რუსთავის კლინიკებში (1973-1982). დაამთავრა კლინ. ორდინატურა კ. ერისთავის სახ. ექსპერ. და კლინ. ქირურგიის ინ-ტში (1980-1982). იყო ამავე ინ-ტის ექსპერ. კარდიოქირურგიის ლაბორატორიაში მეცნიერ თანამშრომელი და ლაბორ. გამგე (1983-2003). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "მარცხენაპარკუჭოვანი შემოვლის ეფექტურობის გაზრდა" (1988). იყო ქირურგიის ეროვნ. ცენტრის კარდიოქირურგიის განყ-ების „ღია გულის“ ექიმი- პერფუზიოლოგი (1995-2003). თსუ-ის მედ. ფაკ-ტის კლინ. ანატომიის და ოპერაც. ქირურგიის კათედრის ხელმძღვ. (2001- 2005); ამავე კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006-დან). თსუ-ის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლ. ინ-ტის მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2005-დან). იყო თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი (2020-2023) და თსუ აკად. საბჭოს წევრი (2024-2025). მისი სამეცნ. მოღვაწეობის მიმართულებებია-ხელოვნური სისხლმიმოქცევა, ხელოვნური გული, ორგანოთა პრეზერვაცია (კონსერვაცია), დამხმარე სისხლმიმოქცეევის სისტემები. არის 130-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის, 4 მონოგრაფიის და 2 ანატომიური სახელმძღვანელოს ავტორი. არის 8 გამოგონების ავტორი, მათ შორის მიღებული აქვს 4 პატენტი, რ-ებიც ეხება ხელოვნური სისხლმიმოქცევის აპარატების შემუშავეებას. მონაწილეობდა 1 საერთაშ. (STCU) და საქართვ. შ. რუსთაველის სამეცნ. ფონდის 5 საგრანტო პროექტში. მის მიერ შემუშავებული ხელოვნური სისხლმიმოქცევის აპარატები ტესტირებას გადის გულგაჩერებული ბიომოდელის ორგანიზმის რეანიმაციის და გადასანერგი ორგანოების პრეზერვაცის (კონსერვაციის) სამეცნ. ექსპერიმენტებში. აღნიშნულ საკითხებში ნაყოფიერად თანამშრომლობს ესპანელ და ნიდერლანდელ სპეციალისტებთან. მონაწილეობა მიიიღო სამეცნ. კვლევებში "დონორული ორგანოების ექსტრაკორპორული პერფუზიული პრეზერვაცია", რ-ებიც მიმდინარეობს გრონინგენის სამედ. ცენტრის სამეცნ. ფაკ-ტის ქირურგ. კვლევების დეპარტამენტში (ნიდერლანდები, 2025). მიღებული აქვს სამხრ.-აღმოსავ. ევროპის სამედ. ფორუმის ჯილდო (2019) და ივ. ჯავახიშვილის თბილ. სახელმწ. უნ-ტის მედალი (2022).
თხზ.: ხოდელი, ნ. (თანაავტორი). (2009). კლინიკური ანატომია, ნაწ. I. თბ.; ხოდელი, ნ. (თანაავტორი). (2009). კლინიკური ანატომია, ნაწ. II. თბ.; , ხოდელი, ნ. (2009). კლინიკური ანატომია, ატლასი (4 ნაწილად). თბ.