-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
ხმალაძე ნუგზარ შალვას ძე (01.XII.1942, სოფ. ნუკრიანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი-12.VI.2010, თბილისი), ეკონომისტი, ეკონ. მეცნ. კანდ, დოცენტი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი, ეკონომისტის კვალიფიკაციით (1962-1968); შემდეგ უცხო ენათა პედ. ინ-ტი (1980-1984); თსუ-ის ეკონ. ფაკ-ის ასპირანტურა (1968-1971). დაინიშნა ვაჭრობისა და მატერიალურ-ტექ. მომარაგების კათედრის ასისტენტად (1971-1988). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცი თემაზე: „Основные направления перестройки организации книжной торговли в Грузинской ССР“ და ეკონ. მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხის დამტკიცების შემდეგ (1987), დაიკავა დოცენტის თანამდებობა სასაქონლო მიმოქცევის სფეროს ეკონ. და მართვის კათედრაზე (1988-2006). ხ. ნ.-ს გამოცემული აქვს სამეცნ. სტატიები, სალექციო კურსები და საკონფერენციო მასალები: „ფაბლიქ რილეიშნზის არსი და როლი“ (მარკეტინგის აქტუალური საკითხები: სამეცნ. ნაშრომთა კრებ., 2001, N4); „ბაზრის სეგმენტაცია“ (სამეცნიერო ძიებანი, 2009, ტ. 5).
თხზ.: ხმალაძე, ნ. (1989). საქონლის საცალო ვაჭრობისა და მყიდველთა მომსახურების ორგანიზაცია: ლექციების კურსი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ხმალაძე, ნ. (1999). სააქციო საზოგადოებები და ასოციაციები ვაჭრობაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ხმალაძე, ნ. (თანაავტორი). (1999). საბირჟო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი. თბ., ჯისიაი, ISBN: 9992821116; ხმალაძე, ნ. (თანაავტორი). (2003). მიკროეკონომიკა: [სახელმძღვ. სტუდ.]. თბ., ნიკე, ISBN: 9992894372; ხმალაძე, ნ. (2005). დიზაინი მარკეტინგის სისტემაში. თბ. უნ-ტის გამ-ბა.