-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი საქართველოს პარლამენტის წევრი
ხმალაძე ვახტანგ იულონის ძე (21.I.1947, თბილისი), ფიზიკოსი, დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1969) და ასპირანტურა (1972). ხ. ვ.-ს მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე: „Перенормировка линейной SH3 сигма-модели и иследование некоторых низкоэнергетических теорем в теории возмущений» (1975, თსუ); მუშაობდა თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (1973-1992) უმცროსი და უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. სსრკ უმაღლ. საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით ხ. ვ.-ს მიენიჭა უფრ. მეცნიერი თანამშრომელის სამეცნ. წოდება (1987). ხ. ვ.-ის სამეცნ. კვლევების სფერო: ელემენტარული ნაწილაკებისა და ველის კვანტურია თეორია. ამ მიმართულებით არის 20 სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის აღსანიშნავია: „Many Particle Problem with Logarithmic Potentials and its Application to Quark Bound States “ (Theoret. and Math. Phys., 62, 1985); „Infrared Behavior of the Gluon Propagator in Yang-Mills Theory“ (Theoret. and Math. Phys., 65, 1985); „Total Gluon Propagator in the Light-cone Gauge and The Problem of The Transversality of The Polarization Operator in The Infrared Region. I“ (Theoret. and Math. Phys., 80, 1989). ხ. ვ. კითხულობდა სალექციო კურსებს ველის კვანტურ თეორიასა და ზოგად ფიზიკაში თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ზე. რამოდენიმე წელი იყო ხელმძღვ. მის მიერვე 70-იან წლებში დაარსებული ფიზ.-მათ. დაუსწრებელი სკოლისა თბილ. გარეთ მცხოვრები მოსწავლეებისთვის. იმავე წლებში ხ. ვ.-მ შემოიკრიბა სხვადასხვა დარგის მეცნიერები, რ-იც სისტემატურად ჩადიოდნენ სამცხე-ჯავახეთისა და საინგილოს სკოლებში, ეხმარებოდნენ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასკოლო პროგრამების ათვისებაში. საქართვ. სსრ უზენაესმა საბჭომ მიიღო (1989-1990) ხ. ვ.-ს თანაავტორობით მომზადებული კონსტიტუციური ცვლილებები, უზენაესი საბჭოს მრავალპარტიული არჩევნების კანონი, აგრეთვე დადგენილება, რომლითაც დაადგინა, რომ 1921 წლის თებერვალში მოხდა საბჭოთა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საქართვ. დემოკრატიულ რესპუბლიკაში და მისი ფაქტობრივი ანექსია. ხ. ვ. იყო საქართვ. ცენტრ. საარჩევნო კომისიის თავ-რის მოადგილე და თავ-რის მოვალეობის შემსრულებელი (1991-1992), სახელმწ. საბჭოს წევრი (1992). ხ. ვ.-მ შეწყვიტა მუშაობა ფიზიკის სფეროში საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამენტის (1992-95) წევრად არჩევის შემდეგ და გააგრძელა პოლიტიკური და კანონშემოქმედებითი საქმიანობა: იყო „რესპუბლიკელების“ ფრაქციის თავ-რე და სახელმწ. საკონსტიტუციო კომისიის თავ-რის მოადგილე (1992-1995); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის (1999-2004) წევრი (ფრაქცია „მრეწველები“; ევროკავშირისა და საქართვ. საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავ-რე (2002-2004)); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამენტის (2012-2016) წევრი (ფრაქცია „რესპუბლიკელები“; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავ-რე და სახელმწ. საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვ.); საქართვ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (2012-2013). ხ. ვ. იყო ა(ა)იპ „საქართვ. კონსტ. დაცვის ლიგის“ პრეზიდენტი (1996-2000); ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო“ აღმასრ. საბჭოს წევრი (1998-1999), საზ. საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2009-2010); საქართვ. არბიტრთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი (2017-2019); იყო გაეროს განვითარების პროგრამის საერთაშ. კონსულტანტი და ექსპერტი ყირგიზეთის კონსტ. და სასამართლო რეფორმისა და სამართლებრივ საკითხებში (2010-2012). ხ. ვ. სხვადასხვა დროს (2006-2015) იყო: თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტისა და კავკასიის უნ-ტის სამართ. სკოლის მოწვეული ლექტორი; თბილ. ეკონ. და სამართ. აკადემიისა და საქართვ. საზოგად. საქმეთა ინ-ტის ასოცირებული პროფესორი. ხ. ვ. კითხულობდა სალექციო კურსებს (2005-დან): საქართვ. კონსტ. სამართალი, შედარებითი კონსტ. სამართალი, საარჩევნო სამართალი, საგადასახადო სამართალი, საკანონმდებლო ტექნიკა. არის ავტორი და თანაავტორი მონოგრაფიებისა სამართ. სფეროში.
თხზ.: ხმალაძე, ვ. (1997). ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში: წარსული, თანამედროვეობა, ტენდენცია. თბ.: გაერთ. ერების განვითარების პროგრამა-საქართველო; ხმალაძე, ვ. (2005). საქართველოს კონსტიტუციური სამართალი: სახლმძღვანელო. თბ.; ხმალაძე, ვ. (2021). კანონმდებლობის შექმნა: თეორია და პრაქტიკა. თბ., ნეკერი; ხმალაძე, ვ. (თანაავტორი). (2009). 2008 წლის კრიზისი საქართველოში: წინაპირობა, რეალობა, პერსპექტივა: [კრ.]. [თბ].