ხმალაძე ოთარ გრიგოლის ძე
ხმალაძე ოთარ გრიგოლის ძე

ხმალაძე ოთარ რიგოლის ძე (2.I.1934, თბილ. ­– 19.XII.2015), პროფესორი (1993). დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი გეოფიზიკის სპეციალობით (1956). გაიარა ასპირანტურის კურსი (1959-1962). მუშაობა დაიწყო ხმელეთის ჰიდროლოგიის კათედრაზე ასისტენტად (1962), შემდეგ პროფესორად (1993-2015). ხ. ო. იყო თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის დეკანი (1986-2003), საქართვ. ეკოლ. მეცნ. აკად. წევრი (1995-დან), საქართვ. გეოგრ. საზ-ბის გამგეობის წევრი. ხ. ო.-მ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „დასავლეთ საქართველოს მდინარეთა თერმული და ყინულოვანი რეჟიმის ფორმირების კანონზომიერებანი“ (1964). ხ. ო.-ს გამოქვეყნებული ჰქონდა 127 სამეცნ. ნაშრომი. მისი სამეცნ. ინტერესის სფერო იყო: ჰიდროფიზიკა, მდინარეთა მყარი ჩამონადენის ფორმირების თავისებურებანის, მათი რაოდენობრივი მახასიათებლების დადგენა და კალაპოტის პროცესების პროგნოზირება.

თხზ.: ხმალაძე, ო. (1978). ჰიდროფიზიკა (სახელმძღვანელო უმაღლესი სკოლისათვის). უნ-ტის გამ-ბა; ხმალაძე, ო. (თანაავტორი).  (1990). გეოგრაფია: მეთოდ. მითითებანი საქ. სას.-სამ. ინ-ტში შემსვლელთათვის. საქ. სას.-სამ. ინ-ტი; ხმალაძე, ო. (1995). „ჰიდროფიზიკის“ ზამთრის სასწავლო-საველე პრაქტიკის მეთოდური მითითებანი. ჰიდროლოგიის და ჰიდროეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. უნ-ტის გამ-ბა; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 311, ISBN 9992806982.