-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი პროფესორი
ხმალაძე მერაბ ნიკოლოზის ძე (01.III.1950, თელავი - 12.X.2025), დაამთავრა თსუ-ის ეკონომიური ფაკ-ტი (1974) და მოსკოვის ეკონ.-სტატისტიკის ინ-ტის მიზნობრივი ასპირანტურა (1974-1977). დაიცვა საკანდიდატო. იგი თსუ–ის სტატისტიკის კათედრის დოცენტია (1977-1990), მეცნ. დოქტორი (1995) და პროფესორი (1998). დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინ-ტის განყ-ების გამგე (1990-2006). ეკონ. სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006–დან). იყო სამეცნ. ჟურნალების რედკოლეგიის წევრი. მონაწილეობდა საერთაშ. და რესპუბლიკურ სამეცნ. საგრანტო პროექტებში გამოაქვეყნა 15 სამეცნ. შრომა და ერთი მონოგრაფია.
თხზ.: ხმალაძე, მ. (2008). სტატისტიკა ეკონომიკასა და ბიზნესში. ISBN.9789941100390; ხმალაძე, მ. (2009). დემოგრაფია. თბ., გამომც. მერედიანი. ISBN 0789941101168; ხმალაძე, მ. (2025). მოკვდაობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა საქართველოში. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN 9789941364167; ხმალაძე, მ. (2025). მოსახლეობის სტატისტიკა. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN9789941363993; ხმალაძე, მ. (2025). შობადობა საქართველოში ეთნიკური და რეგიონალური ასპექტები. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN 9789941364051.