ხმალაძე გიორგი ოთარის ძე
ხმალაძე გიორგი ოთარის ძე

ხმალაძე გიორგი ოთარის ძე (24.V.1958, თბილ. – 23.XI.2007, თბილ.), გეოგრაფ-ჰიდროლოგი, პედაგოგი, ტექნიკურ მეცნ. კანდიდატი (1998), დოცენტი (2001). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ჰიდროგეოლოგიის სპეციალობით (1980). გაიარა ასპირანტურის კურსი (1980-1983). მუშაობდა თსუ-ის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე (1983-1999), შემდეგ დოცენტად (1999-დან). ხ. გ.-მ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მდინარის ჩამონადენი და ატმოსფერული ნალექების სტატისტიკური ანალიზი და მოდელირება“ (1998), მიენიჭა დოცენტის წოდება (2001). გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: წყალსაცავების ოპტიმალური მართვა, ჯგუფური მოდელირება ჰიდროლოგიაში, რიცხვითი მეთოდებისა და ელექტროგამომთვლელი მანქანებისა გამოყენება ჰიდროლოგიაში, ჰიდროსაინფორმაციო სისტემები. ხ. გ. ჰიდროლოგიური გაანგარშების მიზნით წერდა დაპროგრამების სხვადასხვა ენაზე. ითვლება საქართველოში კომპიტერების გამოყენების პიონერად ჰიდროლოგიური ამოცანების ამოხსნაში.

თხზ.: ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982.