ხმალაძე ესტატე ვახტანგის ძე
ხმალაძე ესტატე ვახტანგის ძე

ხმალაძე ესტატე ვახტანგის ძე (20.X.1944 ქ. თბილ.), მათემატიკო­სი და სტატისტიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტო­რი (1988). დაამთავრა თსუ–ის ფიზ. ფაკ-­ტი (1966) და ასპირანტურა გამოყენებითი მათ. მიმარ­თულებით (1969). სხვა­დასხვა პერიოდში მუშაობდა რესპუბლიკისა და მსოფლის მრავალ აღიარებულ სამ­ე­ც­ნ. და საგანმანათლებლო ცენტრებში.  მას ეკავა სხვადას­ხვა პოზიციები ა. რაზმაძის მათ. ინ-ტში და სსრკ მეცნ. აკად. ვ. ა. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტში (1972-1990). იყო ა. რაზმ­ა­ძის მათ. ინ-ტის ალბა­თო­ბის თეორიისა და მათ. სტატისტიკის განყ-ბის გამგე (1990-1999).  მუშაობდა ახალი სამხრეთ უელსის უნ-ტის მათ. და სტატისტიკის სკოლაში (1996 -2001). არის ახალი ზე­ლ­ანდიის ველინ­გტონის ვიქტორიას უნ-ტის მათ. და სტატისტიკის სკოლის პროფესორი (2002-დან), მათ. და კომპიუტერულ მეცნ. დეპარტ. ხელმ­ძღვ.. ის არის სხვადასხვა სამეცნ. საზ–ებისა და სამეცნ. გამო­ცემების რედკოლეგიის წევრი, რამ­ო­დენიმე უნ-ტის საპატიო დოქტორი. ის აირჩის ახალი ზელან­დიის ეროვნ. აკადემიაში (Royal Society of New Zeland, 2010), და არჩეულ იქნა IMS (Institute of Mathema­tical Statistics)-ის საპატიო წევრად (2012).  დაჯილდოვდა ივ. ჯავახიშვილის მედ­ლით (2015). თსუ–ის ოქროს მედლით (2019). იგი არის საქ. მეცნ. ეროვ­ნ. აკად. უცხო­ელი წევრი (2016). მისი შრომები ხასიათდება ინტერესების სი­ფარ­თო­ვით, ხოლო სტატისტ. პრობლემების მისეული ახალი უჩვეულო ამოხსნე­ბი–მოულოდნელი აღმოჩენებით სტატისტიკიდან დაშორებული მათემატიკის სფეროე­ბიდან. მან ამოხსნა ფუნდამენტური მნიშვნელობის სტატისტ. ამოცანები და განა­ვი­თარა ახალი მეთოდები სტატისტ. კვლევების რამ­დენიმე მიმართუ­ლე­ბით.  მან გადაწყვიტა პრობ­ლემა, რ–იც დიდი ხნის მანძილზე ღია იყო და ახლა წარ­მ­ო­ად­გენს თავისუფალი ტესტირების თანამედროვე თეორიის საფუძვ­ელს (1981). მის მიერ შემო­თ­ა­ვაზებულ იქნა არა­ორდინარული მიდგომა, რომელმაც აჩვენა ახალი კავშირები მარ­ტი­ნ­­­გალების თე­ო­რი­ასა და ემპირიული პროცესების თეორიას შორის.  მის მიერ შემოთავაზე­ბუ­ლი მიდგომის ნაწილი (1991), რ–იც ამჟამად ცნობილია „ხმა­ლაძის გარდაქ­მნის“ სახელ­წო­­დე­ბით, ფართოდ გამოიყენება სტატისტიკის მრავალი მიმართულებით. მან უდი­დესი წვლილი შეიტანა გეომეტრიის გამოყენებაში სპეცია­ლური სტატისტ. ამოცანებისათ­ვის, გააფართოვა გადასვლის წერტილის ცნე­ბა გადასვლის სიმრავლემ­დე, შემო­­ი­ღო სიმ­რავლური წარმოებულის ახალი ცნება, რამაც მას საშუალე­ბა მისცა განე­ზო­გადებინა ლე კამის შედეგები სიმრავლური ინდექსების მქონე სტატ­ის­ტ. ამოცანე­ბისათვის. მეთ­ო­დოლო­გიურად მნიშვნელოვანია აგრე­თ­ვე ხმალაძის ნაშრომი, რ–შიც ფორმულირე­ბულია და დამტკიცებულია დიდ რიც­ხ­ვთა გაძლიერებული კანო­ნი ე. წ. “ვორონოის მოზ­ა­ი­კისათვის”. მან  აღმოაჩინა ახალი უჩვეულო კავშირები ემ­პი­რიულ პრო­ცე­სებსა და უნი­ტარულ ოპერატორებს შორის. ეს მიდგომა გვავაზობს განზო­გადებებს ჰი­პო­თეზათა შემო­წმების მრავალი მიმართულებით: პარამეტრული ჰიპოთეზე­ბი­დან კლა­სი­კურ წრფივ რეგრესიამდე და წერტილოვანი პროცესების მოდელიდან მარ­კ­ო­ვის ჯაჭვე­ბამდე.

თხზ.: S. U. Can, J. H. J. Einmahl, R. J. A. Laeven, (2015).  Asymptoticaly Distribution-Free Goodness-of-Fit Testing for Tail Cop­u­las, The Annals of Statisatics; W. Weil, (2017). Fold-up driva­tives of set-valued function and the change-set problem. Annals of the Institute of Statistical mathematics; La Rocca M., Liseo B., Salmaso L. (eds), (2018). Function-parametric empirical processes, projections and unita­ry operators Nonparametric Statistics. 4th ISNPS. Sprin­ger Proceedings in Mathematics & Statistics, (339).