ხმალაძე ემზარ
ხმალაძე ემზარ

ხმალაძე ემზარ  (14.VII.1970, ასპინძის რაიონი, სოფ. ტოლოში). დაამთავრა ქუთაისის ფიზ.-მათ. სკოლა (1987), ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის  მექან.-მათ. ფაკ-ტი (1992) და საქ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1995). მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის (PhD) ხარისხი (2001). სხვადასხვა დროს მუშაობდა თსუ-ის ახალციხის ფილიალში (მიწვეული ლექტორი, 1994-1996), სტუ (მიწვეული ლექტორი 1997-1998, დოცენტი 2022-2006), ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში (2006-დან: უმცროსი მეცნ. თანამშრომელი, მეცნ. თანამშრომელი და უფ. მეცნ. თანამშრომელი), ვიგოს უნ-ტში მკვლევარის სტატუსით (ესპანეთი, 2010-2014), საქართვ. უნ-ტში ასოცირებული პროფესორი, პროფესორი, მათ. დეპარტამენტის ხელმძღვ. (2016-დან). ხ. ე.-ს სამეცნ. ინტერესების სფეროს წარმოადგენს თანამედროვე აბსტრაქტული მათემატიკის ისეთი დარგები, როგორიცაა ჰომოლოგიური ალგებრა, ალგებრული ტოპოლოგია და კატეგორიათა თეორია. ბოლო პერიოდში ის დაინტერესებულია მათემატიკური კრიპტოგრაფიით. ყველა ამ დარგში გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. სტატია პრესტიჟულ მათ. ჟურნალებში. მის ძირითად ნაშრომებში შესწავლილია ალგებრული სტრუქტურების არააბელური, ექვივარიანტული და mod q (კო)ჰომოლოგიები და განვითარებულია ჯვარედინა მოდულების თეორიები. ხ. ე. მონაწილეობდა მრავალ საერთაშ. და ადგილობრივ სამეცნ. პროექტში, იყო რამდენიმე პროექტის კოორდინატორი და არის ერთი პროექტის ხელმძღვ. მიღებული აქვს საქართვ. პრეზიდენტის სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (no. 0190, 2003), INTAS-ის ინდივიდუელური გრანტი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (INTAS YSF Ref. no. 03-55-684, 2003), ესპანეთის განათლების და მეცნ. სამინისტროს სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევართათვის (SB 2004-0144) და ევროკავშირის ინდივიდუალური გრანტი ქართვ. მეცნიერებისთვის (no. 57655523, 2023).  ხ. ე. არის საერთაშ. მათ. ჟურნ. “Advanced Studies: Euro-Tbilisi Mathematical Journal“ მმართველი რედაქტორი. ხ. ე.-ს ხელმძღვანელობით სანტიაგო დე კომპოსტელას უნ-ტის დოქტორანტმა რ.- ფ. კასადომ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (ესპანეთი, 2015).