ხიზანიშვილი მარინე გიორგის ასული
ხიზანიშვილი მარინე გიორგის ასული

ხიზანიშვილი მარინე გიორგის ასული (03.06.1967, თბილისი), წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, სპეციალობით,  მიკროპროცესორული სისტემები (1989). სწავლობდა თსუ-ის ასპირანტურაში (1990-1994). მუშაობდა თსუ-ის მიკროპროცესორული სისტემების კათედრის ინჟ.-ტექნიკოსად, ინჟ.-პროგრამისტად, საინფორმაციო ცენტრის ინტერნეტის სექტორის უფრ. და საინფორმაციო ცენტრის უფროსის მოადგილედ (1991-2011). პარალელურად, კითხულობდა ლექციათა კურსებს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში. თსუ-ში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ჩაჭერისა და იონიზაციის კომბინაციური მექანიზმები ნ/გ–ში და შესაბამისი კინეტიკური პროცესების კომპიუტერული მოდელირება“ (2003). მისი კვლევის თემაა ფიზ. პროცესების კომპიუტერული მოდელირება, ბოლო წლებში კი,  ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული გავლენა მრავალსექტორულ განვითარებაზე. სხვადასხვა წლებში იკავებდა ასოცირებული პროფესორისა და სრული პროფესორის აკად. თანამდებობებს: თსუ-ში; კავკასიის უნ-ტში; საქართვ. დ. აღმაშენებლის სახ. უნ-ტსა და კავკასიის საერთაშ. უნ-ტში. იყო შ. რუსთაველის ეროვ. სამეცნ. ფონდის ტექნოლ. განვითარებისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფრ. (2016-2021); კავკასიის საერთაშ. უნ-ტის ციფრული სერვისების განვითარების სამსახურის უფრ.; ასევე ინფორმაციული ტექნოლ. საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვ. (2021-დან). არის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის ექსპერტი; საქართვ. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნ. ცენტრის; საქპატენტის ერთ-ერთი პროგრამული უზრუნველყოფის პატენტის მფლობელი (2021-დან). არის  არაერთი ეროვნ. და საერთაშ. გრანტის მონაწილე და პროფ. ასოციაციების წევრი. თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს ჩვიდმეტი სამეცნ. ნაშრომი. მათ შორის:„ცხელი ელექტრონების ჩაჭერის ახალი კომბინაციური მექანიზმის შესახებ ნახევარგამტარში“ (Technical Physics, 2004, Volume 49, Issue 2); ,,ცხელი ელექტრონების ჩაჭერის დარტყმით-თერმული მექანიზმი ძლიერ გადაჯაჭვულ ელექტრომაგნიტურ ველებში“ (Technical Physics, 2007, Volume 52, Issue 2); „უარყოფითად დამუხტული მინარევული ცენტრების როლის გამოკვლევა ფოტოელექტრონების ინვერსიული განაწილების ფორმირებაში; კინეტიკის განტოლება და ინვერსიული განაწილების ფუნქციის ფორმირება“ (საქართვ. მეცნ. აკად. მოამბე, 2010, N1); ,,ინტერნეტი, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის ინსტრუმენტი, PR ტექნოლოგიები ქართულ ინტერნეტში” (კავკასიის საერთაშ. უნ-ტის მაცნე = Caucasus international university herald, 2012, N 4); ,,ხელოვნური ინტელექტის როლი განათლების სისტემის ტრანსფორმაციაში“ (ინტელექტი = Intelecti : პერ. სამეცნ. ჟურნ.: საქართვ. მეცნ. და საზ-ბის განვითარების ფონდი "ინტელექტი", 2025, N 1 (78).