-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
ხიტირი გურამ შალვას ძე (06.X.1949, სოფ. ღრმა-ღელე, ლანჩხუთის რ–ნი), დაამთავრა სპი-ის ქიმ. ტექნოლოგიის ფაკ-ტი, ძირითადი ორგ. და ნავთობქიმიური სინთეზის ტექნოლ. სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაცია (1972). გაიარა ასპირანტურის კურსი (1974-1078), მ. ალიევის სახ. ნავთობქიმიური პროცესების ინ-ტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „საქართველოს პერსპექტიულ ნავთობების ქიმ. ბუნებისა და თვისებების შესწავლა მათი მიზანშეწონილი გადამუშავების მიზნით“ და მიენიჭა ტექ. მეცნ. კანდ. ხარისხი (აზერბაიჯანი, 1990). პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ნავთობის ქიმიის ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი (1986-1991), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1991-2010). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი ნავთობის ქიმიის ლაბორატორიაში უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2010-2025). ხ. გ.-ის მიერ ჩატარებული კვლევები ეხება საქარვ. ბუნებრივი ალუმოსილიკატების გამოყენებას ნავთობპროდუქტების საექსპლოატაციო მახასიათებლების გაუმჯობესების მიზნით, რ–საც როგორც სამეცნ., ასევე პრაქტ. მნიშვნელობა აქვს. თანაავტორია სამეცნ. პუბლიკაციების სტატიების და სამეცნ. კონფერენციების თეზისების სახით. მიღებული აქვს საქპატენტის მიერ გაცემული ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები: „ნავთობსადენის დანალექის უნარჩენო უტილიზაციის ხერხი“ და „ლუმინოფორის მიღების ხერხი“. იყო შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ხელმძღვ.