ხინთიბიძე ზაზა ელგუჯას ძე
ხინთიბიძე ზაზა ელგუჯას ძე

ხინთიბიძე ზაზა ელგუჯას ძე (05. IX. 1963, მახარაძე, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ფილოლოგი. თსუ-ის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1985) და ასპირანტურა, კლასიკური ფილოლოგიის განხრით (1988); საბერძნეთის ქ. თესალონიკის არისტოტელეს სახ. უნ-ტის ფილოს. ფაკ-ტის ახ. ბერძნ. ენის ინ-ტი (1991). იყო ფილოლოგიის მეცნ. კანდ. (1988); თსუ-ის დოცენტი (1989); საბერძნეთის ქ. თესალონიკის არისტოტელეს სახ. უნ-ტის ფილოს. ფაკ-ტის კლასიკური ფილოლ. კათედრის სტაჟიორი და საბერძნეთის მთავრობის სტიპენდიატი (1990); თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის ახ. ბერძნ. ენის განყ-ბის კოორდინატორი (1991); საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი; საბერძნეთში ქ. ათენის საქართვ. გენ. საკონსულოს ერთ-ერთი დამფუძნებელი და კანცელარიის გამგე (1996) და რეფერენტი ატაშეს დიპლომატიური რანგით (2000). ხ. ზ. აგრეთვე იყო თსუ-ის სიღნაღის ფილიალის ლექტორი (2001-2004); სიღნაღის რ-ნის სოფ. ნუკრიანის N1 საშ. სკოლის ახ. ბერძნ. ენის მასწავლებელი (2002-2003);  თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის კლასიკური ფილოლ. კათედრის ხმელთაშუა ზღვის კულტურების სამეცნ.-კვლ. ლაბორ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2001); ფილოლ. მეცნ. დოქტორი (2006); თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006-დან); თსუ-ის საერთაშ. საზაფხულო სკოლის ლექტორი (2001-2019); აშშ-ის ნიუ-იორკის კოლუმბიის უნ-ტის ცენტრ. ევრა­ზიის კვლევების საზ-ბის წევრი (2014). მან დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „ჰომეროსი და რუსთველი. კომპოზიციური ორგანიზაციის ჰომეროსისეული პრინციპები და ეპიკური ტრადიცია“ (2006).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ხინთიბიძე, ზ. (2004, 2008, 2009). ვილაპარაკოთ ქართულად - ქართული ენის ინტენსიური სწავლების კურსი. თბ., ქართველოლოგი, ISBN: 9992881682; ხინთიბიძე, ზ. (2005). ჰომეროსის ეპოსის კომპოზიციური ორგანიზაცია და ილიადისა და ოდისეის ურთიერთმიმართების პრობლემა. თბ., ლოგოსი, ISBN: 9994031627; ხინთიბიძე, ზ. (2005). ჰომეროსი და რუსთველი - კომპოზიციური ორგანიზაციის ჰომეროსისეული პრინციპები და ეპიკური ტრადიცია. თბ., ლოგოსი, ISBN: 9994031554; ხინთიბიძე, ზ. (თანაავტორი). (2010). ანტიკური კავკასია: ტ. 1. თბ., ლოგოსი, ISBN: 9789941401763; ხინთიბიძე, ზ. (თანაავტორი). (2014). ანტიკური კავკასია: ტ. 2-1. თბ., ლოგოსი, ISBN: 9789941437847; ხინთიბიძე, ზ. (თანაავტორი). (2016). ანტიკური კავკასია: ტ. 2-2. თბ., ლოგოსი, ISBN: 9789941468148; ხინთიბიძე, ზ. (თანაავტორი). (2018). ანტიკური კავკასია: ტ. 3. თბ., ლოგოსი. ISBN: 9789941468551; Khintibidze, Z. (2018). The Rustavelian Theory of Poetry: The Composition of The Man in a Panther-Skin and the Classical Tradition of Poetics / შაირობის რუსთველური თეორია, ვეფხისტყაოსნის კომპოზიცია და პოეტიკის ანტიკური ტრადიცია. თბ., Logos / ლოგოსი, ISBN: 9789941468575; ხინთიბიძე, ზ. (თანაავტორი). (2020). ანტიკური კავკასია: ტ. 4-1. თბ., ლოგოსი, ISBN: 9789941468865; ხინთიბიძე, ზ. (თანაავტორი). (2021). ანტიკური კავკასია: ტ. 4-2. თბ., ლოგოსი, ISBN: 9789941974342.