ხინთიბიძე ზაზა
ხინთიბიძე ზაზა

ხინთიბიძე ზაზა ელგუჯას ძე (05. IX. 1963, ქ. მახარაძე, ახლანდ. ოზურგეთი), ფილოლოგი. თსუ-ის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1985) და ასპირანტურა, კლასიკური ფილოლ. განხრით (1988), საბერძნეთის ქ. თესალონიკის არისტოტელეს სახ. უნ-ტი ფილოს. ფაკ-ტი ახ. ბერძნული ენის ინ-ტი (1991), ფილოლ. მეცნ. კანდ. (1988), საბერძნეთის ქ. თესალონიკის არისტოტელეს სახ. უნ-ტი ფილოს. ფაკ-ტი კლასიკური ფილოლ. კათედრის სტაჟიორი და საბერძნეთის მთავრობის სტიპენდიანტი (1990), ფილოლ. მეცნ. დოქტორი (2006), თსუ-ის დოცენტი (1989), თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის ახ. ბერძნული ენის განყ-ბის კოორდინატორი (1991), თსუ-ის სიღნაღის ფილიალის ლექტორი (2001-2004), თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006-დან), თსუ-ის საერთაშ. საზაფხულო სკოლის ლექტორი (2001-2019), აშშ-ის ცენტრ. ევრა­ზიის კვლევების საზ-ბის წევრი (2014).

თხზ.: ხინთიბიძე, ზ. (2004, 2008, 2009). ვილაპარაკოთ ქართულად - ქართული ენის ინტენსიური სწავლების კურსი. ქართველოლოგი, ISBN: 99928-816-8-2; ხინთიბიძე, ზ. (2005). ჰომეროსის ეპოსის კომპოზიციური ორგანიზაცია და ილიადისა და ოდისეის ურთიერთმიმართების პრობლემა. ლოგოსი, ISBN: 99940-31-62-7; ხინთიბიძე, ზ. (2005). ჰომეროსი და რუსთველი - კომპოზიციური ორგანიზაციის ჰომეროსისეული პრინციპები და ეპიკური ტრადიცია. ლოგოსი, ISBN: 99940-31-55-4; Khintibidze, Z. (Co-author). (2016). The Knight in the Panther’s Skin – a Masterpiece in World Literature. Nova Science Publishers, ISBN: 978-1-53610-200-0; Khintibidze, Z. / ხინთიბიძე, ზ. (2018) The Rustavelian Theory of Poetry: The Composition of The Man in a Panther-Skin and the Classical Tradition of Poetics / შაირობის რუსთველური თეორია, ვეფხისტყაოსნის კომპოზიცია და პოეტიკის ანტიკური ტრადიცია. Logos / ლოგოსი, ISBN: 978-9941- 468-57-5.