-
ავტორი
- კატეგორიები: პროფესორი ფილოლოგი დეკანი პრორექტორი
ხინთიბიძე ელგუჯა დავითის ძე (07.VI. 1937, ქ. ოზურგეთი) ფილოლოგი. ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი, თსუ-ის პროფესორი, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. წ.-კორ. (1997). საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (2012), ღირსების ორდენის კავალერი (2003), შუა სს. ფილოს. კვლევების საერთაშ. საზ-ბის ნამდვ. წევრი (SIEPM). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1960). არის თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ხელმძღვ., ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშ. ასოციაციის პრეზიდენტი. სხვადასხვა დროს იყო: თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის დეკანი (1976-1986); თსუ-ის პრორექტორი სამეცნ. მუშაობის დარგში (1986-1993); თსუ-ის ძვ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე (2000-2006); ჟურნ. „ლიტერატურათმცოდნეობის“ რედაქტორი (1976-2004); საერთაშ. ჟურნ. „გეორგიკის“ რედკოლეგიის წევრი (1978); საერთაშ. ორენოვანი (ინგლ., ქართ.) ყოველწლიური ჟურნ. „ქართველოლოგის“ დამაარსებელი და რედაქტორი (1993); „ქართველოლოგიური სკოლის ცენტრისა“ და „ქართველოლოგიური სკოლის ფონდის“ დამაარსებელი და ხელმძღვ. (1992-დან); საერთაშ. ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა-სემინარის დამაარსებელი და სამეცნ. ხელმძღვ. (1995); ქართველოლოგიური საერთაშ. სიმპოზიუმების ორგანიზატორი და ხელმძღვ. მისი კვლევის სფეროა შუა საუკუნეების ქართ. ლიტერატურა, განსაკუთრებით, ისეთი სპეციფიკური პრობლემები და დარგები, როგორებიცაა: ქართულ-ბიზანტ. ლიტ. ურთიერთობანი, რუსთველოლოგია და წყაროთმცოდნეობა. ბიზანტინისტიკის სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ ქართულ-ბიზანტ. ლიტერატ. ურთიერთობების პროცესის მეცნ. გააზრება და ცალკეული პრობლემების გამოვლენა: ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის ქართველური წარმომავლობის შესახებ თეორიის ჩამოყალიბება; ბიზანტ. რომანის „ვარლაამ და იოასაფის“ ექვთიმე ათონელის ავტორობის თეორიის ახალი არგუმენტებით მტკიცება; „ვარლაამ და იოასაფის“ ქართ. და ბერძნ. ტექსტების ურთიერთმიმართების შესწავლა; ბერძნ. „ვარლაამ და იოასაფის“ შექმნის X ს. დასასრულით დათარიღება; წყაროთმცოდნეობის მიმართულებით აღსანიშნავია საქართვ. ისტ. და ქართ. ლიტერატურის ისტორიის მიმართულებით გამოვლენილი სიახლეები. ხ.ე.-ს მიერ „ვეფხისტყაოსანი“ შესწავლილია ცალკეული მხატვრული სახეების, ფილოსოფიურ-თეოლ. ტერმინების და უზენაესი არსების სახელების ინტერპრეტირების სახით. ამგვარი კვლევა მოიცავს შემდეგ ძირითად სფეროებს: თეოლ., ფილოს., ეთიკურს, ასტროლოგიურს. საგანგებო ინტერპრეტაციის საგანია „ვეფხისტყაოსნის“ უზენაესი არსების სახელები, როგორებიცაა: ერთარსება ერთი, მზიანი ღამე, უჟამო ჟამი და სხვ. საგანგებოდაა შესწავლილი სქოლასტიკური ტერმინები: ავთანდილი – ლხინი და ნივთი და ვალი და ა.შ. ხ. ე-ს გამოქვყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნ. შრომა.
თხზ.: ხინთიბიძე, ე. (1989). მეთოდური მითითებანი რუსთველოლოგიაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ხინთიბიძე, ე. (1998). ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია. თბ., უნ-ტის გამ-ბა. ISBN: 5-511-00775-7; ხინთიბიძე, ე. (2000). რუსთველოლოგია: სალექციო კურსის თეზისები და ლიტერატურა. თბ., უნ-ტის გამ-ბა.