-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
ხიხაძე ლალი არტემის ასული (03.IV.1958, ჭიათურა), თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის საერთაშ. ბიზნესის კათედრის ასოცირებული პროფესორი. ეკონ. აკად. დოქტორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ვაჭრობის ეკონ. და საქონელმცოდნეობის ფაკ-ტი ვაჭრობის ეკონ. სპეციალობით(1980). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:„სათბობ-ენერგეტიკული საქონლის ბაზარი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“(1999) და მიენიჭა დოცენტის წოდება (2002). ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006-2009). დ. აღმაშენებლის სახ. უნ-ტის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის სრული პროფესორი, თსუ–ის საერთაშ. ბიზნესის ფაკ-ტზე საერთაშ. ბიზნესისა და საგარეო ვაჭრობის კათედრის დოცენტის თანამდებობაზეა (1994-2005). ხ. ლ.-მ სამეცნ.-პედაგოგიური სტაჟირება გაიარა აშშ-ში (ნიუ-იორკის, ნიუჯერსისა და ნეშვილის შტატში), შვეიცარიაში (ციურიხში), გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყნებში. ჟურნალების ,,ახალი ეკონომისტისა" და ,,ეკონომიკისა და ფინანსების" სარედაქციო საბჭოს წევრია (2019–დან). გამოაქვეყნა 70-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, მიზნობრივი საგრანტო-კვლევითი პროექტები და შესრულებული აქვს სხვა აკადემ. აქტივობები. აქტიურად მონაწილეობს საერთაშ. პროექტებსა და სამეცნ. კონფერენციებში, რომლის ჩარჩოებში მოლდოვის სახელმწ. უნ-ტში გამოიცა ერთობლივი სახელმძღვანელო ,,International trade – Chisinau" (2016), ხოლო ოდესის სახელმწ. უნ–ტში გამოიცა ასევე ერთობლივი სახელმძღვანელო ,,World Economi end International Economic Relations" (2015).
თხზ.: ხიხაძე, ლ. (2014). ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი შეთანხმებები და საქართველოს საგარეო სავაჭრო პოლიტიკა. თბ, გამომც. უნივერსალი, ISBN 9789941223396; ხიხაძე, ლ. (2018). საერთაშორისო ბიზნესის კომუნიკაციები. თბ. გამომც. უნივერსალი, ISBN9789941264207; Khikhadze, L., Shengelia, T. (2020). World Economi and International Economic Relations. Internacional scientific collection(Volume IV), Essencial of Internacional Trade, Kyiv, Tb., Universal, CUL; ხიხაძე, ლ. (თანაავტორი). (2024). საერთაშორისო ფინანსები. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN9789941337802.