ხიდაშელი ნარგიზი შალვას ას.
ხიდაშელი ნარგიზი შალვას ას.

ხიდაშელი ნარგიზი შალვას ასული (18.IX.1940, თბილ.), ფიზიკოს-მეტეოროლოგი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი (1974), დოცენტი (1986). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი მყარი ტანის სპეციალობით (1965). მუშაობდა ზონალურ სამეცნ.-საპროექტო კვლ. ინ-ტში (1965-1970), მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის და ოკეანოლოგიის კათედრაზე (1970-2006). კითხულობდა ლექციებს შემდეგ საგნებში: დინამიკური მეტეოროლოგია, ატმოსფეროს ეკოლოგია. ხ.მ.-მა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „რადიაციული რეჟიმის (ენერგეტიკული, ულტრაიისფერი და განათებულობის) შეფასება რთული რელიეფის პირობებში, ქ. თბილისის მაგალითზე“ (1974). მასში მოცემულია სამშენებლო კლიმატოლოგიის აქტუალური საკითხები – სხვადასხვა დახრილობის ზედაპირზე მოსული პირდაპირი, გაბნეული და ჯამური რადიაციის გამოთვლა, ჰორიზონტის სხვადასხვა დახურულობის დროს განათებულობისა და ატმოსფეროს გამჭვირვალობის შეფასება და სხვ. მუშაობდა აქტინომეტრიასა და ატმოსფეროს ეკოლოგიაში. იკვლევდა ატმოსფეროში აეროზოლების დაგროვების მეტეოროლოგიურ პირობებსა და ატმოსფეროს გაჭუჭყიანების მეტეოპირობებზე გავლენას მათი ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით. ხ.ნ.-ს გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნ. ნაშრომი. მონაწილეობას იღებდა ადგილ. და საერთ. კონფერენციებში.

თხზ.: ხიდაშელი, ნ. (თანაავტორი). (1985). ღრუბლების მიკროფიზიკა. ლექციების კურსი მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და ატმოსფეროს ფიზიკის სპეც. სტუდენტებისათვის. უნ-ტის გამ-ბა;  Хидашели, Н.Ш.;  Хантадзе, А.Г.; Лагидзе, Л.Д.; Сулаквелидзе, Я.Г. (1986). Исследование распространения УК-радиоволн в условиях сложнопересоченного рельефа на примере Закавказья. Труды VII Всесоюзного совещания. Суздаль, 21-24 октября 1986 г., Ленинград Гидрометеоиздат, 65-68. ISSN 5286003443; Khidasheli, N.; Ladidze, L. (2000). Atmospheric aerosols influence on citizens of Georgia. Gender problems in Georgia; ხიდაშელი, ნ. (თანაავტორი). (2000). მეტეოროლოგიურ-კლიმატური და ეკოლოგიური პირობების სამედიცინო შეფასება საქართველოს პირობებში. გეოგრაფიის თანამედროვე პრობლემები; Khidasheli, N.; Ladidze, L. (2001). Anthropogenic pollution of Atmosphere and its refuse Social results. Gender problems in Georgia; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 309, ISBN 9992806982; ხიდაშელი, ნ. (თანაავტორი). (2003). მადნეულის საბადოს ათვისებასთან დაკავშირებული ატმოსფეროს ეკოლოგიური პრობლემები. საქართველოს გეოგრაფია, ISSN 15121267; Хидашели, Н.; Лагидзе, Л.; Моцонелидзе. Н. (2008). Изменение градиента показателя преломления УК радиоволн для территории Западной Грузии. Кавказский Географический Журн. № 7, 8, стр. 8890б ISSN 15123002.