ხიდაშელი მანანა
ხიდაშელი მანანა

ხიდაშელი მანანა შალვას ასული (21.XI.1936, ქ. ლენინგრადი. დღევანდ. სანქტ-პეტერბურგი), ისტორიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1959). ისტ. მეცნ. კანდ. (1973), ისტ. მეცნ. დოქტ. (1982). იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში (1960-დან); იყო ამავე ინ-ტის ძვ. ქვეყნების ისტ. განყ-ბის მთ. მეცნ. თანამშრომელი (2006-2016).

თხზ.: ხიდაშელი, მ. (1972). ბრინჯაოს მხატვრული დამუშავების ისტორიისათვის ანტიკურ საქართველოში (ბრინჯაოს ქართული ჭვირგამოსახულებიანი ბალთები). მეცნიერება; ხიდაშელი, მ. (1982). ცენტრალური ამიერკავკასიის გრაფიკული ხელოვნება ადრეულ რკინის ხანაში (ბრინჯაოს გრავირებული სარტყლები). მეცნიერება; ხიდაშელი, მ. (2001). სამყაროს სურათი არქაულ საქართველოში. ნეკერი. ISBN 99928-58-46-X; ხიდაშელი, მ. (2005). რიტუალი და სიმბოლო არქაულ კულტურაში. მემატიანე. ISBN 99940-0-446-8; ხიდაშელი, მ. (2010). საქართველოს ძველი კულტურის საკითხები. საარი.  ISBN 9789941427046.