ხეცურიანი ნათელა თენგიზის ასული
ხეცურიანი ნათელა თენგიზის ასული

ხეცურიანი ნათელა თენგიზის ასული (08.XII.1951, თბილისი), დაამთავრა სპი-ის ქიმ. ტექნოლოგიის ფაკ-ტი ძირითადი ორგ. და ნავთობქიმიური სინთეზის ტექნოლ. სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაცია (1976) და ი. ჭავჭავაძის სახ. თბილ. უცხო ენათა ინ-ტის გერმ. ენის კურსები (1982). გაიარა ასპირანტურის კურსი, დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საქართველოს ნავთობების კვლევა და მათი რაციონალური გამოყენების გზების დადგენა“ და მიენიჭა ქიმ. მეცნ. კანდ. ხარისხი (2002). სხვადასხვა დროს იყო პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ნავთობის ქიმიის ლაბორ. ინჟ. (1977-1980), მეცნიერ-თანამშრომელი (1980-2003), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2003–2008), ლაბორ. ხელმძღვ. და მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2008-2010). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი ნავთობის ქიმიის ლაბორ. ხელმძღვ., მთ. მეცნიერ-თანამშრომელი და სამეცნ. საბჭოს წევრი (2010-დან). მეცნ. ინტერესების სფეროა: საქართვ. ენერგეტ. დანიშნულების წიაღისეულის (ნავთობი და ბუნებრივი ბიტუმები) შესწავლა, პასპორტიზაცია და რანჟირება ადგილ. მრეწველობაში გამოყენების მიზნით; ბიოსაწვავების მიღება და მათი მიღების ტექნოლოგიების შემუშავება. ხ. ნ. სხვადასხვა დროს იყო: ქართულ–ამერ. ნავთობგადამამუშავებელი კომპანია „GAOR“-ის საგამოცდო ლაბორ. ხელმძღვ. (1998–2003); გაეროს „მწვანე ტექნოლოგია საქართველოში“ პროგრამის რეგიონალური ექსპერტი (2017-დან); საქართვ. ეროვნ. აკრედიტაციის ცენტრის კვალიფიკაციური ტექ. ექსპერტი (2000–2030); საქართვ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლიცენზიების დეპარტ. ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზ–ებრივი ექსპეტი (2005–დან); „საქართველოს ნავთობქიმიკოსთა ასოციაციის“ დამფუძნებელი და ხელმძღვ. (2011-დან); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ექსპერტი ნავთობის ქიმიის დარგში (2023-დან). დაჯილდოებულია თსუ–ის მედლით (2015), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის საპატიო სიგელით იუნესკოს მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით (2021). თანაავტორია სამეცნ. სტატიებისა და  კონფერენციების თეზისების სახით. მიღებული აქვს საქპატენტის მიერ გაცემული ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა „რთული ორგანული ნარევების დასაყოფი თერმოდიფუზური სვეტი“. იყო შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ხელმძღვ.

თხზ.: ხეცურიანი, ნ. (თანაავტორი). (2012). აკადემიკოს ლეონიდე მელიქაძის ბიბლიოგრაფია. ღბ., საქ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის სტამბა; Khetsuriani, N. (თანაავტორი). (2014). Proceedings of the X International Mass Spectrometry Conference on Petrochemistry and Environmental “PETROMASS 2014”. Tb., Universal, ISBN 9789941223785.