-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი ინჟინერი ქართველთა შორის წერა კითხვის გაავრცელებელი საზოგადოების წევრი
ხელთუფლიშვილი პლატონ ბესარიონის ძე (1862, ქუთაისი, - 1945, თბილისი), დაამთავრა პეტერბურგის უნ-ტის მათ. ფაკ-ტი (1884) და პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინ-ტი (1888). იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ების ნამდვ. წევრი (1908). გატაცებული იყო ჭადრაკით; მონაწილეობდა „შახმატნი ჟურნალის“ მიმოწერით ტურნირებში. მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე რუსეთის რკინიგზების საექსპლოატაციო სამმართველოებში და მშენებლობაზე (1917-მდე) და მოსკოვის მიმოსვლის გზათა სახელმწ. კომისარიატში (1919-1924). ლექციებს კითხულობდა თსუ-ში (1925-დან), შემდეგ თბილ. რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინ-ტში. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის დაარსებაში. მისი ძმები იყვნენ: პუბლიცისტი მ. ხელთუფლიშვილი და იურისტი დ. ხელთუფლიშვილი. მათი დეიდაშვილი იყო ნ. ნიკოლაძე. იყო საქართვ. მეცნ. და ტექნიკის დამსახ. მოღვაწე (1941-დან).