ხელაშვილი იოსებ თენგიზის ძე
ხელაშვილი იოსებ თენგიზის ძე

ხელაშვილი იოსებ თენგიზის ძე (19.X.1957, ნიკოლაევი, უკრაინა), თსუ-ის პროფესორი, ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვ., გეოგრაფიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. და სოც. გეოგრაფიის ფაკ-ტი (1980). პარალელურად გაიარა ერთწლიანი ე.წ. დამატებითი სპეციალობის საზ. კურსი საერთაშ. ურთიერთობების პროფილით (1979). მოსკოვში დაამთავრა სსრკ-ს მეცნ. აკად. გეოგრაფიის ინ-ტის ასპირანტურა (1983). გააგრძელა კვლევითი მუშაობა ტურიზმის მიმართულებით, პროფესორ ვ. გოხმანის ხელმძღვანელობით, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვში თემაზე: „უცხოური ტურიზმის რეკრიაციული რესურსების შეფასების პრინციპები და მეთოდები (საქართველოს მაგალითზე)“ (1984). დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო თსუ-ის იმავე კათედრაზე დოცენტად, სადაც სწავლობდა. მან, კათედრის პროფესორებთან ერთად, განავითარა საქართველოში პირველი უმაღლ. საგანმან. პროგრამა ტურიზმის მიმართულებით, მუშაობის პროცესში აქტიურად იყო ჩართული როგორც სამეცნ., ისე სასწ. პროცესში, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ოქსფორდის, უელსისა და პოლონეთის ლოძის უნ-ტებში. 10 თვით გაემგზავრა აშშ-ში (1988). სტაჟირება განახორციელა ოკლაჰომის, მიჩიგანის და ილინოისის სახელმწ. უნ-ტებში ტურიზმის მიმართულებით. დაბრუნებისთანავე გამოსცა მონოგრაფია -„ტურიზმის მარკეტინგის საფუძვლები“ აქტიურად მონაწილეობდა კერძო კომპანიის - „იყალთო XXI”-ს დაარსებასა და აშშ-სთან საქმიანი ურთიერთობების განვითარებაში, განსაკუთრებით ჯორჯიის შტატისა და ნიუ-იორკში მოქმედ კომპანიებთან ურთიერთობების დამყარებაში. მიწვეული იყო საქართველოში აშშ-ს საელჩოში სამუშოდ ე.წ. კომერციული ურთიერთობების განვითარების ექსსპერტად (Foreign Commercial Service – FCS, 1993-1996), ასევე საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროში, აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის მიმართულებით. გადაიყვანეს აშშ-ში საქართვ. საელჩოში სამუშაოდ ეკონ. საკითხებში მრჩეველის პოზიციაზე (1996-2001). აქტიურად იყო ჩართული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განვითარების ხელშეწყობაში, კურირებდა ურთიერთობებს მსოფლიო ბანკთან და საერთაშ. სავალუტო ფონდთან, ხელს უწყობდა უცხო ქვეყნისათვის აქტუალური ეკონ. პროექტების ინიცირებას და განვითარებას. საელჩოში მუშაობის დასრულებისთანავე გაიარა ბიზნესის მენეჯმენტის უმაღლ. კურსი ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, აღნიშნული კურსის დასრულებისთანავე მუშაობდა დამოუკიდებელ ექსპერტად და პერიოდულად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, თვითონ დაარსა საკონსულტაციო კომპანია - შპს "კამარა კონსალტინგი“ (2004). იგი თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკტ-ის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელია (2016-დან). პროფესორი ატარებს სასწ. კურსებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის დონეზე, მათ შორის თსუ-ისა და „ლუმიერ ლიონ 2“- უნ-ტების ერთობლივ სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. მონაწილეობს საერთაშ. კონფერენციებში, კვლევებში და ატარებს საჯარო ლექციებსა და მოხსენებებს, მ. შ. ისრაელის „ბენ გურიონის“ უნ-ტთან, ავსტრიის „კრემს“-ის და „ბოკუ“-ს უნ-ტთან, ანკარის, „პარიზი 8“-ს უნ-ტთან და სხვ. არის ტურიზმის თემატიკაზე სპეციალიზირებული ჟურნალების სარედ. კოლეგიის წევრი და რეცენზენტი. მ.შ. აშშ-ს ჟურნ. - Journal of Tourism and Hospitality Management (Wilmington DE, USA), მაღალ რეიტინგულ - MDPI-ს გამოცემების ჟურნალში. და სხვ . არის თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტზე ტურიზმის, ასევე ბიზნესის სასწ. პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის წევრი, უნ-ტის სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტის საზ. გეოგრაფიის მიმართულების საგანმან.-სასწ. პროგრამების შემუშავების და შეფასების კომიტეტეტის წევრი, „კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ეროვნ. საინიციატივო ჯგუფის წევრი-ექპერტი, ტურიზმის საკითხებში საერთაშ. ექსპერტთა ასოციაციის AIEST-(Switzerland) წევრი. არის 35 სამეცნ. ნაშრომისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი.

თხზ.: ხელაშვილი, ი. (1992). ტურიზმის მარკეტინგის საფუძვლები. თბ., საბა; ხელაშვილი, ი. (2016). ინვესტირების საფუძვლები სასტუმრო ინდუსტრიაში. თბ., მერედიანი, ISBN9789941250460; ხელაშვილი, ი. (თანაავტორი). (2025). ეკონომიკური მეცნიერება და საქართველოს ეკონომიკა:სამეცნიერო სტატიები. წ. 1. თბ., უნივერსალი, ISBN9789941525216.