-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ხელაია გედეონ გიორგის ძე (05.VIII.1927, ფოთი-16.II.2024, თბილისი). ეკონომისტი, ეკონ. მეცნ. კანდ., პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით (1944-1949). მუშაობდა ფინანსებისა და კრედიტის კათედრაზე ლაბორანტად; უფრ. ლაბორანტად; მასწავლებლად; შემდეგ უფრ. მასწავლებლად (1949-1961). თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის ფინანს. და კრედიტების კათედრაზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საბინაო მშენებლობის დაფინანსება და გრძელვადიანი დაკრედიტება საქართველოს სსრ-ში: (1921-1961წ.წ.) (1963); დაიკავა დოცენტის წოდება (1969); დაინიშნა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილედ (1969-1977). ხ. გ.-ის სადოქტორი დისერტაციის თემაა: „Долгосрочный селсько-хозяйственные кредит и основные этапы его развития“ (1984); მიენიჭა პროფესორის თანამდებობა (1986) და დაევალა კათედრის გამგის მოვალეობის შესრულება (1986-დან). ხ. გ. დაჯილდოებულია განათლების სამინისტროსა და საიუბილეო სიგელებით. მისი ნაშრომებია: „Финансирование жилищного строительства в Советской Грузии в послевоенный период: [1946-1960]“ (Труды ТГУ, 1963, т. 100). “ფულის მიმოქცევის ორგანიზაციის კურსის საგანი და ამოცანები“ (ეკონომისტი,1966);
თხზ: ხელაია, გ. (1969). სსრკ-ში ფულის მიმოქცევის ორგანიზაცია და დაგეგმვა: დამხმ. სახელმძღვ. თბ.; ხელაია, გ. (1971). სამეურნეო რეფორმა და კრედიტის როლის ამაღლება სახალხო მეურნეობაში: მონოგრაფია. თბ., საბჭ. საქართველო; ხელაია, გ. (1984). ხანგრძლივი სასოფლო-სამეურნეო კრედიტი და მისი განვითარების ძირითადი ეტაპები: (საქართველოს სსრ მასალების საფუძველზე): მონოგრაფია. თბ. საბჭ. საქართველო.