ხელაძე თეიმურაზ
ხელაძე თეიმურაზ

ხელაძე თეიმურაზ (6.VI.1950,სამტრედია). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, გეოფიზიკის სპეციალობით (1973). მუშაობდა თსუ-ის გეოფიზიკის კათედრაზე, შემდეგ მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკისა და ჰიდრომეტეოროლოგიურ ინ-ტებში უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად. ხ. თ. არის გეოგრაფიულ მეცნ. კანდ. (1988). მის სამეცნ. შრომებში განხილულია კლიმ. ველების მოდელირება მთიანი რაიონებისთვის მეტეოსადგურებით იშვიათი ქსელის შემთხვევაში, თეორ. მიდგომის საფუძვლები და გამოკვლევის მეთოდები. დაამუშავა მეტეოროლ. სადგურების, ობიექტური კლასიფიკაციის მეთოდიკა ფიზიკურ-გეოგრ. მდებარეობის მიხედვით. გამოავლინა რელიეფის გავლენის მექანიზმი კლიმატური ველების ფორმირებაზე სინოპტიკური პროცესების გათვალისწინებით. ხ. თ. დაამუშავა კლიმ. ველების მეთემატიკურ-კარტოგრაფიული მოდელირების მეთოდები. გამოქვეყნებული აქვს რიგი სამეცნ. ნაშრომები.