ხეჩინაშვილი დავით გიორგის ძე
ხეჩინაშვილი დავით გიორგის ძე

ხეჩინაშვილი დავით გიორგის ძე (20.I.1972, სანქტ-პეტერბურგი),  ფიზიკის დოქტორი (2000, ვარშავის უნ-ტი). წარჩინებით დაამთავრა – თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1994). იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში და პოლონეთის გურას უნ-ტში (ქ. ზიელონა 1997). ვარშავის უნ-ტში წარჩინებით („cum laude”) დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ელექტრომაგნიტური ტალღების აგზნება და ჩახშობა პულსარების მაგნიტოსფერულ პლაზმაში“ (2000); კალიფორნიის ტექნოლ. ინ-ტი, მოწვეული მეცნიერ-მკვლევარი; École Polytechnique (პარიზი, საფრანგეთი, 1997); პოსტდოქტორალური მკვლევარი (2000-2001); Radboud University (ნაიმეგენი, ნიდერლანდები, 2003-2004); Katholieke Universiteit Leuven (ლიუვენი, ბელგია, 2004-2005); University of Zielona Góra, ასოცირებული პროფესორი (ზიელონა გურა, პოლონეთი, 2000-2006). მისი კვლევის საგანს წარმოადგენდა პულსართა გამოსხივების თეორია და პლაზმური ასტროფიზიკა, ასევე კითხულობდა ლექციების კურსებს უმაღლეს მათემატიკასა და ფიზიკაში. არის საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში გამოქვეყნებული 20-მდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. მოღვაწეობა განაგრძო ტელეკომუნიკაციის სფეროში (2006-დან), მუშაობდა საერთაშ. სატელეკომუნიკაციო კომპანიებში (მოტოროლა, ნოკია, 2006-2017), და სს. „სილქნეტში“, სადაც ამჟამად იკავებს ტექ. დირექტორის მოადგილის თანამდებობას (2017-დან).