-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ხაზარაძე თამაზ
ხაზარაძე თამაზ (30.10.1939,თბილისი-17.X,2006, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1962). მუშაობდა ზოგადი ფიზიკის კათედრის სასწ. ლაბორ. გამგის თანამდებობიდან პროფესორობამდე. აქვს დაწერილი ფიზიკის სახელმძღვანელოები. იყო პედაგოგიკის მეცნ. დოქტორი და პროფესორი (1993-დან). მისი სადოქტორო დისერტაციის თემაა - "ზოგადი ფიზიკის თანამედროვე კურსის აგებისა და სწავლების საკითხები" (1993). ხ. თ. იყო განათლების მეცნ. აკადემიის წევრი.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ხაზარაძე, თ. (2003) ფიზიკის ამოცანების ამოხსნის მეთოდიკა : სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის, მასწავლებლებისათვის, მოსწავლეებისათვის. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9992895918; ხაზარაძე, თ. (2005).ზოგადი ფიზიკის კურსი.: წ. 1: სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9994038400.