ხაზარაძე რევაზ დავითის ძე
ხაზარაძე რევაზ დავითის ძე

ხაზარაძე რევაზ დავითის ძე (21.IX.1933, ქ. ქუთაისი - 23.III.2024, თბილისი), გეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით (1957). მუშაობდა სსრკ გეოლოგიისა და წიაღისეულის დაცვის სამინისტროს მე-4 გეოლ. სამმართველოს მე-7 ექსპედიციაში ინჟინერ-გეოლოგად (1957-1958). საქართვ. მეცნ. აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლად (1959-1974), უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1974-1984). იყო გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყ-ის ხელმძღვ. (1989-1993); პალეოგეოგრაფიის ლაბორ. ხელმძღვ. (1993-2001); წამყვ. მეცნიერ-თანამშრომელი (1984-2006);  მეოთხეული გეოლოგიის განყ-ის ხელმძღვ. (2001-2006); თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის ფიზ. გეოგრაფიის განყ-ის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006-2015); მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2015-2024). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია – „მდინარე ენგურის აუზის რელიეფი, კონტინენტური ნაფენები და პლეისტოცენური გამყინვარება“, რ-შიც კრიტიკულად არის განხილული მანამდე არსებული შეხედულება კავკასიონის გამყინვარებაზე და დადგენილია ძვ. მყინვარების მოძრაობის მიმართულებები და მაქს. გავრცელების საზღვრები (1971), სადოქტორო დისერტაცია – „კავკასიონის პლეისტოცენური გამყინვარება“, კვლევისას პირველად იქნა გამოყენებული პეტროგრაფიული მასალა ტრანსპორტირების, მყინვარის მოძრაობის მიმართულების დასადგენად, რამაც გარკვეული ცვლილებები შეიტანა მანამდე არსებულ შეხედულებებში (2002). მუშაობდა ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილედ სამეცნ. ნაწილში (1984-2005); ეწეოდა ალპინისტურ საქმიანობას (1956-დან; დაპყრობილი ქონდა კავკასიონის, პამირის, ტიან-შანის, ალპების მრავალი მწვერვალი; იყო სსრ კავშირის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი. იყო საქ. მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი; წლების მანძილზე იყო ამავე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი; მინიჭებული ჰქონდა სსრ კავშირის სპორტის ოსტატის წოდება ალპინიზმში; იყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ალპინიზმში. ხ. რ.-ს სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულება იყო: საქართვ. და მიმდებარე რეგიონების გეოგრ. გარემოს წარმოშობისა და განვითარების კანონზომიერებანი; საქართვ. მეოთხეული ნალექების გენეზისი და სედიმენტაციის პირობები პალეოგეოგრაფიული რეკონსტრუქციით; საქართვ. მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონ. განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. გამოქვეყნებული ჰქონდა 200-მდე სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის უცხო ენებზეც. მიღებული ჰქონდა სახელმწ. ჯილდოები, მათ შორის ამერიკის ბიოგრ. ინ-ტის ოქროს მედალი (2006), ღირსების ორდენი (2005), საქ. უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელები (1956, 1957, 1958), აფხაზ. არ-ის უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1962), ტაჯიკეთის სსრ უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1957). საქ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის საპატიო სიგელი - გეოგრაფიის დარგში სამეცნ. მიღწევებისათვის (2022). მისი ნაშრომებია: „Genesis and Sedimentation of the Lacustrine Layers in the Caucasus Mountains“ (Georgian Academy PRESS, Bulletin of the Georgian NationalAcademy of Sciences, 2019, Vol.13. no.2); „Sedimentation of the Travertines in Georgia“ (Georgian Academy PRESS, Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 2020, Vol.14. no.1);  „Ancient Glasiation of the Caucasus“ (Open Journal of Geology), 2018).

თხზ.: (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): Хазарадзе, Р. (1985). Древнее оледенение южного склона Большого Кавказа. Тб., Мецниереба; ხაზარაძე, რ. (2004). კავკასიონის პლეისტოცენური გამყინვარება: მონოგრაფია. მეცნიერება; ხაზარაძე, რ. (2010). პალეოგლაციოღვარცოფული პროცესები საქართველოს მაღლმთიან რეგიონებში: (მდ. თერგის სათავეები). თბ., საქ. მეცნ. აკადემიის გამ-ბა.

ლიტ.: ხარაძე, კ. (თანაავტორი). (2003). ხაზარაძე რევაზ დავითის ძე ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ. განათლება.