-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სპორტსმენი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ხაზარაძე ოთარ (15.I.1931, ქუთაისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1954). იყო თსუ-ის ალპური სექციის თავ-რე (1956-1966). გახდა სსრკ ჩემპიონი ტრავერსების კლასში (დარვაზის ქედი) (1957). იყო სსრკ ჩემპიონატების სამგზის ვერცხლის (1960, 1975, 1977) და ორგზის ბრინჯაოს (1969, 1973) მედლის პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში. გარდა სპორტისა ხ. ო. დაკავებული იყო სამეცნ. საქმიანობით. იყო თსუ-ის ბირთვული ფიზიკის კათედრის ასისტენტი (1955-1966). სამეც.-კვლ. ელექტროტექნიკური ინ-ტის თბილ. ფილიალის განყ-ბის გამგე (1966-1974), საქართვ. მეცნ. აკადემიის სამეცნ. ხელსაწყოთმშენებლობის სპეც. საკონსტრუქტორო ბიუროს განყ-ების გამგე (1974-1990), დირექტორი (1990-2006), მრავალი ალპინიადისა და საკვალიფიკაციო ექსპედიციების ორგანიზატორი, ალპინისტი, საქართვ. მთამსვლელთა ფედერაციის მწვრთნელთა საბჭოს თავ-რე (1957-1982). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2003). არის სპორტის დამს. მოღვაწე (2003), სპორტის საპატიო ოსტატი (1972), სპორტის დამს. მწვრთნელი (1959), სპორტის ოსტატი (1958).