ხატიაშვილი გაიოზ მიხეილის ძე
ხატიაშვილი გაიოზ მიხეილის ძე

ხატიაშვილი  გაიოზ მიხეილის ძე (28.VII.1922,  თბილისი). მათემატიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1969), თსუ-ის პროფესორი (1970). დაამთავრა თბილ. 26-ე საცდელ-საჩვენებელი სკოლა, წარჩინებით (1939) და სწავლა განაგრძო თსუ ფიზ.-მათ. ფაკ-ტზე (1939-1940). პარალელურად მუშაობდა თბილ. რადიოკომიტეტესა და პირველ სამკერვალო ფაბრიკაში მოანგარიშედ. გაიწვიეს  ჯარში (1940). მსახურობდა ქ. კაუნასთან მე-5 მსროლელი დივიზიის 174-ე პოლკში. ეს პოლკი ჩაება ბრძოლაში (1941) და თითქმის მთლიანად განადგურდა. მან ორ მებრძოლთან ერთად მოახერხა ალყის გარღვევა, შემდგომ იბრძოდა ელნასთან, სტარაია რუსასთან, სტალინგრადთან, იყო დაჭრილი. მიღებული აქვს ორი მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ (1942,1943), წითელი ვარსკვლავის ორდენი (1944), სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენი (1945), ღირსების ორდენი (2003), მედალი სტალინგრადის დაცვისთვის (1945).   დემობილიზაციის შემდეგ მას აღუდგინეს თსუ-ის სტუდენტის სტატუსი (1946-1950). სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში ლაბორანტად. სხვადასხვა ვდროს იყო: თბილ. რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინ-ტში თეორ. მექანიკის კათედრის ასისტენტი), შემდგომ დოცენტი(1950-1956) .მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1955),  სადოქტორო დისერტაცია (1969) („ალმანზი-მიჩელის ამოცანები ერთგვაროვანი იზოტროპული და არაიზოტროპული სხეულებისთვის“).  იყო: დოცენტი  (1955) და პროფესორი (1970). ის იყო: საქ. მეცნ. აკადემიის გამოთვლით ცენტრის  (1990 წლიდან მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტის), სწავლული მდივანი და გამოთვლითი მექან. განყ-ების გამგე (1956-).  სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს: თსუ-ში, სტუ-ში, თელავის პედ. ინ-ტში, მოსკოვის კავშირგაბმულობისა და ელექტროტექნიკურ ინ-ტში. კითხულობდა ლექციების კურსს უმაღლ. მათ., მექან., კოსმოსური ფრენის თეორიაში. მისი სამეცნ. კვლევის ინტერესია დრეკადობის თეორიისა და მათ. ფიზ. ამოცანები ერთგვაროვანი და შედგენილი სხეულებისთვის, შესწავლილი აქვს სენ-ვენანისა და ალმანზი-მიჩელის ამოცანები იზოტროპული და ანიზოტროპული ძელებისთვის, დამტკიცებული აქვს არსებობისა და ერთადერთობის თეორემები, მიღებული აქვს ეფექტური ამოხსნები. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი ნაშრომი და ორი მონოგრაფია.

თხზ. ხატიაშვილი, გ. (1983). ალმანზი-მიჩელის ამოცანები ერთგვაროვანი და შედგენილი სხეულებისთვის. თბ., მეცნიერება, (რუსულად); ხატიაშვილი, გ. (1991). ერთგვაროვანი და შედგენილი დრეკადი ცილინდრები. თბ., მეცნიერება, (რუსულად); Khatiashvili, G. (2004). On Saint-Venant’s Problems for an Isotropic Two-layered Elliptic Tube, Appl. Math. Inform. Mech.,TSU Press, Vol. 9, N1, PP. 72-92.

ლიტ.: მახვილაძე, ნ. (2016). საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., გვ. 305-306.