ხარშილაძე ოლეგ ავთანდილის ძე
ხარშილაძე ოლეგ ავთანდილის ძე

ხარშილაძე ოლეგ ავთანდილის ძე (15.III.1959, ზაპოროჟიე, უკრაინა). ფიზიკოსი, წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1981). იმავე წელს მიწვეული იყო ზოგადი ფიზიკის კათედრის ლაბორანტის თანამდებობაზე და პარალელურად კითხულობდა ლექციებს და ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს ზოგად ფიზიკაში. სწავლობდა და სტაჟირებას გადიოდა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ტალღური პროცესების და ზოგადი ფიზიკის კათედრაზე ლაზერების ფიზიკის სპეციალობით (1985). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დამხმარე გამომსხივებლების მეთოდი და ტალღური ველების განსაკუთრებულობები“ (1988). საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ იყო ზოგადი ფიზიკის კათედრის ასისტენტი და შემდეგ დოცენტი (1988). იყო საქართვ. კოსმ. სააგენტოს თავჯდომარის მოადგილე (2003-2007). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღური სტრუქტურების გენერაცია და არაწრფივი დინამიკა იონოსფეროში" (2006). არის თსუ-ის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინ-ტის კოსმ. კვლევების ცენტრის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2007-დან) და თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის მიმართულებაზე ქვემიმართულების - რადიოფიზიკა, ფიზ. პროცესების მოდელირება, ასოცირებული პროფესორი (2009-დან). რ-ც ხელმძღვ. და მთ. შემსრულებელი მონაწილეობდა ბევრ სამეცნ. პროექტში საქართველოში, ასევე საერთაშ. კოლაბორაციებსა და ფონდებში. მონაწილეობდა  საერთაშ. კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. ხანგრძლივი მივლინებებით იმყოფებოდა ავსტრიის, იტალიისა და გერმანიის სამეცნ. ცენტრებში. არის 200-მდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. არის მრავალი სტუდენტური სამეცნ. ნაშრომის და გამარჯვებული სტუდენტური პროექტის ხელმძღვ. მონაწილეობა მიიღო საერთაშ. კონფერენციებში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,Investigation of the Strong Turbulence in the Geospace Environment,“ (Advances in Radio Science: ARS 13, 243. U.R.S.I., Germany, 2015); ,,Nonlinear wave structures of the soliton and vortex types in complex continuous media: Theory, simulation“ (LECTURE NOTES of TICMI, 2018); ,,საქართველოს მექანიკოსთა კავშირის XII ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია = XII Annual International Meeting of the Georgian Mechanical Union“ (მოხსენებათა თეზისები, 2020); ,,Nonlinear wave structures of the soliton and vortex types in complex continuous media: Theory, simulation, applications“, (Lecture Notes of TICMI, V.18, Tbilisi International Centre of Mathematics and Informatics. ISSN 15120511); ,,Analyzing geomagnetic data from the Dusheti observatory during the intense magnetic storms of 2024’’, (Earth and Space Science, 13, 2024); ,,კრისტალური სტრუქტურა და მიკროსისალე InAs, InP და InAsP შენადნობების {111} ზედაპირებზე” (მოამბე=Bulletin, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად., 2025, ტ. 19 (193), N 4). არის მრავალი სტუდენტური სამეცნ. ნაშრომის და გამარჯვებული სტუდენტური პროექტის ხელმძღვ.

თხზ.: ხარშილაძე, ო. (რედ.). (2018). მოდელირება ეკოლოგიაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941137075 (pdf).