ხარშილაძე ფილიპე (ფილიმონ)
ხარშილაძე ფილიპე (ფილიმონ)

ხარშილაძე ფილიპე (ფილიმონ) (17. I.1914 სოფ. დურევი საჩხერის რაიონი-VII.1988, თბილისი), მათემატიკოსი, მეცნიერი. თსუ-ის პროფესორი (1955), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1960). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966). დაამთავრა ქ. ლენინგრადის (ამჟამად სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) (1938) იყო: თსუ-ის დოცენტი, პროფესორი (1950-1970), მათ. დაფუძნებისა და მეთოდიკის კათედრის გამგე (1970-1988).  მისი ძირითადი შრომები ეხება ფუნქციათა თეორიის, სიმრავლეთა თეორიისა და მათემატიკური სწავლების მეთოდიკის საკითხებს. 

თხზ.: ხარშილაძე, ფ. (1983). მეთოდიკური მითითებანი მათემატიკურ ლოგიკაში: ლაბორატორიული მეცადინეობის ხელმძღვანელთათვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ხარშილაძე, ფ. (1971). ზოგადი ანალიზის საფუძვლები : სახელმძღვ. სტუდენტებისათვის. თბ.,  უნ-ტის გამ-ბა; ხარშილაძე, ფ. (1963). თანამედროვე მათემატიკის დამახასიათებელ ცნებათა მიმოხილვა. თბ., საბჭ. საქართველო.

ლიტ.:  ხარშილაძე ფილიპე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. (1987).ტ. 11, გვ. 440.