-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
ხარხელი მანანა ვასილის ასული (4.IV.1967, ცხინვალი, სოფ. ზემო არცევი), თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ–ის ვაჭრობის ეკონ. და საქონელმცოდნეობის ფაკ-ტი (1986-1991). მუშაობდა თსუ-ის სპეც. ფაკ-ტზე: „ბიზნესის უმაღლესი სკოლა“ რეფერენტად. იყო თსუ-ის ვაჭრობის ეკონ. ფაკ-ტის საქონელმიმოქცევის სფეროს ეკონ. და მართვის კათედრის ლაბორანტი, მარკეტინგის კათედრის მასწავლებელი (1991-2008). ფაკ-ტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასისტენტ-პროფესორი (2008-2010). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (2011), არის ამავე კათედრის მოწვეული პროფესორი (2010-2014). პარალელურად მუშაობდა საქართვ. ტექნიკურ უნ-ტში ასოცირებულ პროფესორად. კონკურსის წესით აირჩიეს ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასისტენტ პროფესორად (2014). იგი თსუ–ის ასოცირებული პროფესორია (2017-დან). გამოქვეყნებული აქვს 70-მდე სამეცნ. სტატია. მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშ. კონფერენციებში, მან რამდენიმე პროფესორთან და კურსდამთავრებულთან ერთად, დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი „სწავლის ხელშეწყობის ფონდი“. იყო ამ ფონდის დირექტორი რომელმაც იარსება 2021 წლამდე. ამ ხნის განმავლობაში ფონდი დაეხმარა ასობით სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდით და სტიპენდიებით. მ.ხ. დაჯილდოვებულია თსუ–ის მედლით და სიგელით (2016). არის რამდენიმე სახელმძღვანელოს და მონოგრაფიის ავტორი.
თხზ.:ხარხელი, მ. (2011). ახალი საგადასახადო კოდექსი მეწარმეებს და ფინანსურ მენეჯერებს პრობლემებს უქმნის. საქართველოს ეკონომიკა, №5 (161), გვ. 84-86; ხარხელი, მ. (თანაავტორი). (2013). მენეჯმენტის საფუძვლები. თბ., საჩინო, ISBN 9789941929687; ხარხელი, მ. (2015). დროის მენეჯმენტი. თბ., საჩინო; ხარხელი, მ. (თანაავტორი). (2016). ადამიანური რესურსების მართვის სრულყოფის საკითხები საქართველოს ეკონომიკის კერძო სექტორში. ეკონომისტი=Economisti, №4, ტ.XI გვ. 34-44. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ხარხელი, მ. (თანაავტორი). (2022). ბიზნეს მოდელის ცვლილებისას გასათვალისწინებელი საკითხები პოსტპანდემიურ პერიოდში. ეკონომისტი=Economisti, №1, ტ.XVIII გვ. 91-101. თბ., უნ–ტის გამ–ბა.