-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი კურსდამთავრებული პოეტი
ხარხელაური ტარიელ პავლეს ძე (11.XII.1945, სოფ. სიმონიანთხევი, თიანეთის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა სიმონიანთხევის საშ. სკოლა (1963) და თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1982). საბჭ. კავშირის სამხედრო-სავალდებულო სამსახურის შემდეგ, სხვადასხვა დროსა და ხანგრძლივობით, მამასთან ერთად, გამორჩეული სიყვარულითა და რუდუნებით ემსახურებოდა მეცხვარის რთულსა და საპატიო საქმეს (1974-75, 1983-93). ხ. ტ. პროფ. გამოცდილებაა: გაზეთის „ახალი თიანეთი“-ს რედ. მოადგილე; სოფ. სიმონიანთხევის საშ. სკოლის დირექტორი (1996-97); ჟურნ. „ლიტერატურა და ხელოვნება“ რედ. (2004-07). ბევრ ღირსეულ ადამიანთან ერთად, კომპ. ი. ბობოხიძე, მწერლები რ. ინანიშვილი, ჯ. ჩარკვიანი, ზ. კუხიანიძე, პოეტის პოეზიის „გამომზეურებასა“ და ცხოვრებისეულ გამოწვევებთან შერკინებაში შეუფასებელია მისი მეუღლის მ. ხარხელაურისა და „შვილობილის“ გ. ფარეშიშვილის როლი. სადღეისოდ გამოცემულია 8 წიგნი (სამი მცირე ფორმატიანი და ხუთი სქელტანიანი); ჩაწერილია ერთი აუდიო ალბომი. პირველი წიგნი „წყალი საკალმახე“, დაიბეჭდა ქ. ქუთაისში (1978). უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-სადმი მიძღვნილი კრებ. „ბრძანე მოძღვარო“ (2013) მიხედვით, ქუთ. მოზარდ-მაყურებელთა დასმა „მარჯანიშვილელები“, დადგა ბრწყინვალე ლიტ. სპექტაკლი: რანი ვართ... საით უნდა წავიდეთ ანუ საქართველოს განვითარების სტრატეგიის შესახებ“, თანაავტორ ო. ქუცნაშვილთან ერთად (2013);. ხ. ტ. არის საზ-ების „ვერკვლისციხელი“ და „წინაპართა გზა“ საპატიო თავ-რე; მ. ხელაშვილის საზ-ბის თანადამფუძნებელი; საქართვ. უხუცესთა საბჭოს გამგეობის წევრი; სხვადასხვა დროს მიღებული აქვს: პრემია „საგურამო“ პოეზიის ნომინაციაში ილიას სახლ-მუზეუმიდან (2010); გ. ტაბიძის სახ. პრემია მწერალთა კავშირიდან, გ. ლეონიძის სახ. პრემია საგარეჯოდან; ც. დადიანის სახ. მედალი ზუგდიდიდან; კ. გამსახურდიას სახ. მედალი აბაშიდან (2020); ნ. ნიკოლაძის სახ. საიუბილეო მედალი ფოთიდან; თსუ-ის მედალი; არის „ოქროს კალმისა“ და ილ. ჭავჭავაძის სახ. პრემიის ლაურეატი (2010); ლიტ. კონკურსის „მაჩაბელი-2025“-ის გამარჯვებული და პრემია „მუზას“ (2025) მფლობელი. თურქეთის ტრაპიზონის საერთაშ. ლიტ. ფესტივალზე, რომელიც საქართვ. და პირადად მას მიეძღვნა, მიენიჭა „პოეზიის ცოცხალი ლეგენდის წოდება“ და გადაეცა სპეც. მედალი (2022); დაჯილდოვდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით „ქართული პოეზიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის“ (2022); არის ქუთაისისა და სიღნაღის საპატიო მოქალაქე. პოეტის დაბადებიდან 65, 70 და 80 წელი აღინიშნა საქართვ. თითქმის ყველა რეგიონში სახალხო ზეიმად ქცეული მისი პოეზიის საღამოებით.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ხარხელაური, ტ. (1978). წყალი საკალმახე. ქუთ., საბჭ. საქართველო; ხარხელაური, ტ. (1985). საიდან მოველ, ვინა ვარ. თბ. მერანი; ხარხელაური, ტ. (1998). იქ, მიღმა…თბ., ლომისი; ხარხელაური, ტ. (2005). აქ ბინდისფერი გასრულდა ჭალა. თბ., ეროვნილი მწერლობა, ISBN 9994005901; ხარხელაური, ტ. (2008). მინდვრის ფსალმუნები. თბ., ეროვნული მწერლობა, ISBN 9789941007477; ხარხელაური, ტ. (2012).100 ლექსი. თბ., ინტელექტი; ხარხელაური, ტ. (2012). წუთისოფლის სიმფონია. თბ., საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა, ISBN 9789941042256; ხარხელაური, ტ. (2022). სამყარო ხილულ სამყაროს მიღმა. თბ., ფორმა, ISBN 9789941856754.