ხარხელაური ლალი ლუკას ასული
ხარხელაური ლალი ლუკას ასული

ხარხელაური ლალი ლუკას ასული (11.XII.1964, დედოფლისწყარო), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1987). თსუ-ის განაწილებით მუშაობდა მცხეთის რ-ნში ფიზიკის მასწავლებლად (1987-1990). დაამთავრა თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის ასპირანტურა ბირთვისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სპეციალობით (1993). დღემდე მუშაობს თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში უფრ. მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე (1994-დან). მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე:„მრავალნაწილაკოვანი აზიმუტალური კორელაციების შესწავლა ცენტრალურ ბირთვ-ბირტვულ დაჯახებებში E=3.7 გევ/ნუკლონზე ენერგიის დროს“ (2002). ხ. ლ. მიწვეულ იქნა მიჩიგანის სახელმწ. უნ-ტში (აშშ, 2004). არის 40-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესი ნაწილი გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში: „Anisotropic Collective Flow of Lambda Hyperons Produced in C + C Collisions at 4.2 AGeV/c“ (Nucl.Phys. A831, 22-38, 2009); „Study of azimuthal correlations in the target fragmentation region in p, d, He, C+C, Ta and C+Ne,  Cu collisions at momenta of 4.2, 4.5 and 10 A GeV/c“ (Eur. Phys. J. A55, 2019); „Search for neutrino emission from GRB 221009A using KM3NeT ARCA and ORCA detectors“ (KM3NeT Collab. JCAP 08,  2024). ხ. ლ. კითხულობდა ლექციების კურსს თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე და ილიას სახელმწ. უნ-ტში (2009-2012). მისი სამეცნ. კვლევების სფეროა: რელატივისტური ბირთვული ფიზიკა, მრავალნაწილაკოვანი აზიმუტალური კორელაციები, კოლექტიური გამოდინების ფენომენი ბირთვ–ბირთვულ, მეზონ-ბირთვულ, მეზონ-ნუკლონურ ურთიერთქმედებებში და ნეიტრინული კვლევები KM3NeT ტელესკოპის საშუალებით. აღნიშნული თემატიკით იყო სხვადასხვა ადგილ. და საერთაშ. კონფერენციის მონაწილე, საორგ. კომიტეტის წევრი. ხ. ლ. კოლეგებთან ერთად არის 10-ზე მეტი საქართვ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდების საგრანტო პროექტების მონაწილე, თანახელმძღვანელ კოორდინატორი. არის საქართვ. ფიზიკოსთა საზ-ბის წევრი (1994-დან).