-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი დოქტორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ხარიტონაშვილი ჯემალ ვასილის ძე (19.II.1948, გურჯაანი, სოფ. ვეჯინი), ეკონომისტი. თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის საერთაშ. ეკონ. და ეკონ. მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ასოცირებულო პროფესორი, ეკონ. აკად. დოქტორი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი, პოლიტ ეკონ. სპეციალობით (1971). მუშაობა დაიწყო თსუ-ში (1973-დან). დაამთავრა ასპირანტურა (1975). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „იმპერიალიზმის ეკონომიკური თეორიების კრიტიკული ანალიზი“ (1977) და მიენიჭა დოცენტის წოდება. არის ეკონ. აკად. დოქტორი და საერთაშ. ეკონ. და ეკონ. მოძღვრებათა ისტორიის ასოცირებული პროფესორი (2006). შეთავსებით მუშაობდა საგარეჯოს, გურჯაანის, ახალციხის თბილ. ბიზნესისა და სამართლის ინ-ტში. იყო თსუ-ის მესხეთის ფილიალის ეკონ. ფაკ-ტის დეკანი. ავტორია ასამდე სამეცნ. ნაშრომისა. მისი შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ და სპარსულ ენებზე. მონაწილეობდა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. არის ევრო-ამერიკული ასოციაცია“ SEPIKE 1901-ის წევრი (2016-დან). საქართვ. პრეზიდენტის განკარგულებით, ხ. ჯ. დაჯილდოებულია ღირსების მედლით (2000), ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალით (2019). გამარჯვებულია ინტელექტუალურ, ელიტარულ თამაშებში.
თხზ.: ხარიტონაშვილი, ჯ. (1997). ეკონომიკურ მოძღვრებათა რეტროსპექტივა და თანამედროვე პრობლემები, წ.1. თბ., საქპროფგამი; ხარიტონაშვილი, ჯ. (1997). ეკონომიკურ მოძღვრებათა რეტროსპექტივა და თანამედროვე პრობლემები, წ. 2. თბ., საქპროფგამი; ხარიტონაშვილი, ჯ. (2008). პროტექციონისტული ეკონომიკური დოქტრინის ევოლუცია:[მონოგრაფია]. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941130076; ხარიტონაშვილი, ჯ. (2019). ეკონომიკური აზრის ისტორია. თბ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN9789941138720.