ხარიბეგაშვილი სერგო
ხარიბეგაშვილი სერგო

ხარიბეგაშვილი სერგო სერგოს ძე (20.I.1953, ქ. თელავი) – ქართვ. მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა ლომონოსოვის სახ. მსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1974), საკავშირო მეცნ. აკად. ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (ქ. მოსკოვი, 1979). 1974-1976 წწ. მუშაობდა საკავშირო მეცნ. აკად. ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტის სტაჟიორ-მკვლევარად (1974-1976, ქ. მოსკოვი), ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის მეცნ. თანამშრომელად (უმცროსი, უფროსი, წამყვანი, 1980-1993), სტუ-ის პროფესორად და თეორიული მექანიკის კათედრის გამგედ (1993-1998), იყო ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის წამყვანი მეცნ. თანამშრომელი (1998-2006), ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის პროფესორი (2006-2009), მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის მთ. მეცნ. თანამშრომლად (2006-დან), დღემდე არის სტუ-ის პროფესორი (2009-დან). ხ. ს.-ს მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი (1987). არის საერთაშ. ჟურნ.-ების “Georgian Mathematical Journal” და “Memoirs on Differential Equations and Mathematical Physics” სარედაქციო კოლეგიის წევრი. მონაწილებოდა 4 საერთაშ. სამეცნ. გრანტში. მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახ. პრემია მათემატიკაში (1997), ა. რაზმაძის სახ. პრემია (2020). მონაწილეობა აქვს მიღებული 85 საერთაშ. თუ ადგილობრივ სამეცნ. ფორუმში. მისი სამეცნ. კვლევის თემატიკაა: შერეული ამოცანები მეორე რიგის გადაგვარებული ჰიპერბოლური ტიპის განტოლებებისა და სისტემებისთვის, სასაზღვრო ამოცანები პირველი რიგის სიმეტრიული ჰიპერბოლური ტიპის სისტემებისთვის, ლოკალური და არალოკალური სასაზღვრო ამოცანები წრფივი და არაწრფივი ჰიპერბოლური ტიპის განტოლებებისა და სისტემებისთვის. ლოკალური და არალოკალური სასაზღვრო ამოცანები წრფივი და არაწრფივი ჰიპოელიფსური განტოლებებისა და სისტემებისათვის. არის 4 მონოგრაფიისა და 129 სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მის მიერ აგებულია სასაზღვრო ამოცანათა თეორია ჰიპერბოლური განტოლებებისა და სისტემებისათვის კუთხოვან და კონუსურ არეებში, დადგენილია პირობები ამოცანათა მონაცემებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ კორექტულობას შესაბამის ფუნქციურ სივრცეებში, შესწავლილია ამონახსნის არსებობის, ერთადერთობისა და არარსებობის საკითხები.

თხზ.:Kharibegashvili, S. (2006). Some Multidimensional Problems for Hyperbolic Partial Differential Equations and Systems. Mem. Differential Equations Math. Phys. 37, 1-136; ISSN 1512-0015; Kharibegashvili, S. (2009). Boundary Value Problems for Some Classes of Nonlinear Wave Equations. Mem. Differential Equations Math. Phys. 46, 1-114; ISSN 1512-0015; Kharibegashvili, S. (2018). Some Local and Nonlocal Multidimensional Problems for a Class of Semilinear Hyperbolic Equations and Systems. Mem. Differ. Equ. Math. Phys. 75, 1-91; ISSN 1512-0015.