ხარჩილავა ჯუმბერ თომას ძე
ხარჩილავა ჯუმბერ თომას ძე

ხარჩილავა ჯუმბერ თომას ძე (12.XI.1932, წალენჯიხა), ფიზიკოსი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1953). იყო: თბილ. ამინდის ბიუროს უფრ. (1956-1957); ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლ. ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი(1960); თსუ-ის გეოფიზიკის ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1966, 1970); გეოგრაფიის მეცნ. კანდიდატი (1970); გეოფიზიკის ინ-ტის უფრ.  მეცნიერ-თანამშრომელი (1975); ამავე ინ-ტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1986); ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„ატმოსფერული ოზონის ვარიაციების გამოკვლევა“ (1994); საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1995); ატმოსფეროს ოზონისა და აეროზოლების განყ-ბის გამგე  (1997); თსუ-ის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006) და ამავე ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2015).