-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესორი
ხარჩილავა ავთანდილ იროდიონის ძე (21.III.1955, წალენჯიხა), დაამთავრა თბილ. ფიზ.-მათ. სკოლა-ინტერნატი ოქროს მედალზე (1972) და მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტი (1978). მუშაობდა აკად. ე. ანდრინიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობზე (1978-2003), სადაც ბოლო მისი თანამდებობა უფრ. მეცნიერ თანამშრომელი იყო (1990-დან). მივლინებით იმყოფებოდა JINR (დუბნა) და IHEP (პროტვინო, სსრკ, 1980-1990). თსუ-ში დაიცვა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის დისერტაცია (თსუ, 1990). მიწვევით მუშაობდა შემდეგ საერთშ. სამეცნ. ცენტრებში: CERN (შვეიცარია), DESY (გერმანია), CNRS/IN2P3 (სტრასბურგი, საფრანგეთი), University of Notre Dame/Fermilab (აშშ, 1990-2005). ამჟამად მუშაობს ბუფალოს უნ-ტში (აშშ, 2005-დან), სადაც პროფესორის თანამდებობა უკავია (2017-დან). არის შემდეგი საერთაშ. კოლაბორაციების წევრი: RISK, ZEUS, HERA-B, D0, CMS. ასობით სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი. მათ შორის, ნაწილაკების დეტექორებზე და მონაცემთა ანალიზზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით (1996). გამოაქვეყნა LHC-ის შესაძლებლობები B-ჰადრონების, ტოპ-კვარკის, სუპერსიმეტრიისა და ჰიგსის ბოზონის შესწავლის მიმართულებით (1990). 20-დე პროექტის (თანა-) ავტორი; ეკავა ხელმძღვ. თანამდებობები სხვადასხვა სამეცნ. პროექტსა და აკადემიურ სტრუქტურაში. არის CMS კოლაბორაციის საგამომცემლო კომიტეტის საბჭოს თანა-თავმჯდომარე ჰიგგსის ფიზიკაში (2023-დან). კითხულობს ლექციებს ზოგად ფიზიკაში, უმაღლეს მათემატიკაში, ბირთვულ და ნაწილაკების ფიზიკის აქტუალურ საკითხებზე. ხელმძღვანელობს ათობით მაგისტრანტებს და დოქტორანტებს. არის სამეცნ. სტატიებისა და პროექტების რეცენზენტი. ჯილდოები: საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი, თემა: „ხუთმეტრიანი სტრიმერული კამერის დაპროექტება და ინსტალაცია სერპუხოვის ამაჩქარებელზე“(1983). ფიზიკის ინ-ტის ჯილდო, თემა: ’’მეორადი გაბნევის ეფექტები ადრონ-ბირთვულ ურთიერთქმედებებში’’ (2003). როგორც CMS კოლაბორაციის წევრს, ევროპელ ფიზიკოსთა საზ–ების პრიზი: მაღალ ენერგიებსა და ნაწილაკების ფიზიკაში „ჰიგსის ბოზონის აღმოჩენისათვის“ (2013); როგორც CMS კოლაბორაციის წევრს, Breakthrough Prize (ჯილდო „გარღვევა“) ფუნდამენტურ ფიზიკაში „ჰიგსის ბოზონის თვისებების დეტალური გაზომვისთვის“, რამაც დაადასტურა მასის წარმოქმნის სიმეტრიის დარღვევის მექანიზმი; ახალი ძლიერად ურთიერთქმედი ნაწილაკების აღმოჩენისთვის; იშვიათი პროცესებისა და მატერია-ანტიმატერიის ასიმეტრიის შესწავლისთვის, ასევე ბუნების კვლევისთვის უმცირეს მანძილებსა და უკიდურეს პირობებში CERN-ის დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე (LHC) (2025).