-
ავტორი
- კატეგორიები: მწერალი ლიტერატურათმცოდნე
ხარბედია მალხაზ (27.X.1974-02.VI.2025), ქართვ. ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, „ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი, ჟურნ. „ცხელი შოკოლადის“ და „არილის“ მთ. რედ., გაზ. „მარანი-Weekend“-ის მთ. რედ. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი, კლასიკური ენების განხრით (1998). მუშაობა დაიწყო გაზ. „კავკასიონში“ კულტ. მიმომხილველად (1994). გახდა „არილის“ მთ. რედაქტორის მოადგილე (1996), შემდეგ კი მთ. რედ. (2004-დან). თბილ. სახელმწ. კულტურის ინ-ტის კულტურის თეორიისა და ისტორიის ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი (1999-2002). შოთა რუსთაველის ქართ. ლიტერატურის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი, ლიტერატურის თეორიის განყ-ბა (2001-2012). გაზ. „24 საათის“ კულტ. განყ-ბის რედ. ასევე დამატებების, „ლიტერატურის“ და „წიგნების“ მთ. რედ. (2002–2006). ყოველკვირეული გაზ. „მარანის“ მთ. რედ. (გაზ. „Weekend-ის“ დამატება, 2006-2014). რადიო „თავისუფლების“ ლიტ. ბლოგისა და ყოველკვირეული გადაცემა „ბიბლიოთეკის“ ავტ. (2009). ნომინაციაში „საბა“ საუკეთესო ლიტ. კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა კრებ. „პირადი ბიბლიოთეკა“ (2007). ნომინაციაში „საბა“ საუკეთესო ლიტ. კრიტიკა წიგნისთვის „ტექსტი და სიმართლე – კრიტიკა, ლიტერატურის პოლიტიკა, დაკვირვებები“ (2015). „საბა“ ჟურნ. „არილს“, ლიტ-ის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის (2021).
თხზ.: ხარბედია, მ. (რედაქტორ-შემდგენელი). (2002). ქართულად ნათარგმანები: თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა, 1987/2001. თბ., გამომც. არილი; ხარბედია, მ. (2002). გალაკტიონის ქალაქური ტექსტი: პოეტური ნარცისიზმი და ინტერტექსტუალობა. „გალაკტიონოლოგია- I“; ხარბედია, მ. (2004). თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგია – 1990–2004. თბ., გამომც. LINK; ხარბედია, მ. (მთარგმნელი). (2004). მაიკლ რიფატერი. ფორმალური ანალიზი. სჯანი: [ტ.] 5, გვ.49-74; ხარბედია, მ. (2006). გალაკტიონის ქალაქური ტექსტი-გათანაბრების პოეტიკა სჯანი, N 7; ხარბედია, მ. (2006). პოსტსტრუქტურალიზმი და დეკონსტრუქცია. ლიტერატურის თეორია: მე-20 ს-ის ძირითადი მეთოდოლ. კონცეფციები და მიმდინარეობები. თბ.,ზეკარის; ხარბედია, მ. (2006). ნარატოლოგია. ლიტურის თეორია: მე 20 საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები. თბ., ზეკარის; ხარბედია, მ. (2006). პირადი ბიბლიოთეკა. თბ., გამომც. არეტე; (2007). კენჭგადაყლაპული-მასალები ილია ჭავჭავაძის ქალაქური ტექსტისთვის. ილია ჭავჭავაძე-170: საიუბილეო კრებ. თბ.; ხარბედია, მ. (2008). ყველა დროის 20 საუკეთესო ქართული მოთხრობა. თბ., გამომც. ბაკურ სულაკაური; ხარბედია, მ. (2009). 20 მოკლე მოგონება,“მოგზაურობა ევროპაში”-ტექსტის არქეოლოგიის მცდელობა. სულხან-საბა ორბელიანი-350: საიუბილეო კრებ. თბ. ხარბედია, მ. (2013). მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან. თბ., გამომც. დიოგენე; ხარბედია, მ. (2014). ტექსტი და სიმართლე – კრიტიკა, ლიტერატურის პოლიტიკა, დაკვირვებები. გამომც. აზრი. ხარბედია, მ. (მთარგმნელი). (2015). როლან ბარტი. ავტორის სიკვდილი. ლიტერატურის თეორიის ქრესტომათია: III. ხარბედია, მ. (2023). შეთხზული "მე" - მწერალი და ავტობიოგრაფია. თბ., გამომც. პალიტრა L.